,,მარად და ყველგან, საქართველოვ მე ვარ შენთანა!


სკოლა-ლიცეუმ “ცოდნაში” მიმდინარეობს ილია ჭავჭავაძის 180 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კვირეული “მარად და ყველგან, საქართველოვ მე ვარ შენთანა!”. კვირის განმავლობაში ჩატარდა სხვადასხვა ღონისძიება:

  • ლექცია თემაზე ,,ილია და მე-19 საუკუნე” – მომხსენებელი ისტორიის მასწავლებელი ბელა გობეჯიშვილი;
  • მოსწავლეთა კონფერენცია: ,,განდეგილი”, ,,ილიას მკვლელობა” – მონაწილეობდნენ XI კლასის მოსწავლეები;
  • ,,ჩვენ ვეცნობით ილიას” – გაკვეთილის ფარგლებში IV კლასის მოსწავლეებმა ისაუბრეს ილიას ბიოგრაფიის შესახებ, გაიხსენეს სახლ-მუზეუმის დათვალიერებისას მიღებული შთაბეჭდილებები, იმსჯელეს მოთხრობების შესახებ, გამოთქვეს თავიანთი მოსაზრებები და შეხედულებები – მასწავლებელი ფიქრია ცერცვაძე.

პროექტის ავტორი და ორგანიზატორია ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნინო მელქაძე, რომლის თქმითაც, მოსწავლეებს წინ კიდევ ბევრი საინტერესო აქტივობები და ღონისძიებები ელით.

 

 

 

0 0 1999

              

  

0 0 2000

0 0 2000
















© Tofa