მხატვრული კითხვის წრე

მხატვრული კითხვის " ჩემო ლამაზო ქართულო ენა" წრის მიზანია მოსწავლეებში ზეპირმეტყველების განვითარება, პოეზიისა და პროზის კითხვისადმი ინტერესის გაღვივება, კარგ მკითხველებად ჩამოყალიბება, მათში კრიტიკული აზროვნებისა და შემოქმედებითი უნარების აღმოჩენა-განვითარება.მხატვრული კითხვის წრე მოსწავლეებს ეხმარება იმაში, რომ მათ მეტი შეიტყონ სხვასხვა ტიპის , ჟანრისა და სტილის ტექსტების შესახებ. ასევე შეაფასონ საკუთარი შესაძლებლობები, რამდენად შეუძლიათ ზეპირად გადმოსცენ წაითხულით აღძრული განცდები, შთაბეჭდილებები და განწყობა. 
მხატვრული წრის მიზანია:
.• მოსწავლეებს გაუღრმავოს ლიტერატურის სიყვარული;
• ასწავლოს და გააცნოს ქართველი პოეტების შემოქმედება;
• შექმნან მხატვრულ-პოეტური სახეები;
• მოახდინოს ემოციურ-ესთეტიური ზემოქმედება მოსწავლეებზე;
• მხატვრული კითხვის ელემენტების დაუფლება და გაუმჯობესება;
• მეტყველების გაუმჯობესება;
• ზეპირმეტყველებაში არსებული ხარვეზების დაძლევა;
• სასცენო მოძრაობების დაუფლება.

მხატვრულ წრეზე შევარჩევთ, წავიკითხავთ და განვიხილავთ ისეთ ნაწარმოებებს, რომლებიც თემატურად ახლოა საპროგრამო მასალასთან. 

 

   

  
















© Tofa