რატომ ჰქვია ქართული ენისა და ლიტერატურის წრეს ,,მოაზროვნეები,,?

პატარა მოაზროვნეებმა ქართულის წრის შეხვედრაზე იმსჯელეს წიგნის კითხვის აუცილებლობაზე. მოახდინეს პირადი გამოცდილების დაკავშირება სასაუბრო თემასთან. დაასახელეს საყვარელი წიგნები, გამოხატეს თავიანთი დამოკიდებულება მოქმედი პირებისადმი. ბავშვებმა შექმნეს წიგნები. გაუკეთეს ყდები შესაბამისი წარწერებით და გაფორმებით.

 

რატომ ჰქვია ქართული ენისა და ლიტერატურის  წრეს ,,მოაზროვნეები,,? მომავალი ეკუთვნის ორი ტიპის ადამიანებს:მოაზროვნეს და მშრომელ ადამიანებს, არსით ისინი ერთ მთლიანს შეადგენენ, რადგან იაზროვნო, ნიშნავს იშრომო. (ვიქტორ მარი ჰიუგო) გვჯერა მომავალი აწმყოშია, ეს ჩვენ ვქმნით მას, თუ ის კარგია, მაშასადამე კეთილ საქმეს ვაკეთებთ, თუ ცუდია, ეს ყველას დანაშაულია. ამიტომ გვსურს ბავშვებმა ისწავლონ აზროვნება, შეიმეცნონ საკუთარი უფლება-მოვალეობები, დახვეწონ ზეპირმეტყველება. პირველი ნაბიჯები პოზიტიურია,რაც მუშაობის შემოქმედებითობის ინტერესს ზრდის. წარმატებებს ვუსურვებ ჩემს საყვარელ მოსწავლეებს - ნია დათუკიშვილი/p>

 

 

   

  
















© Tofa