სკოლა-ლიცეუმ „ცოდნას“ წარმატების შესახებ სტატია გამოქვეყნდა

სკოლა-ლიცეუმ „ცოდნას“ შესახებ გაზეთ ,,სახალხო განათლებაში“ სტატია ,,სკოლა-ლიცეუმ ,,ცოდნას“ შეგიძლიათ ენდოთ“ გამოქვეყნდა. 

სტატიის ავტორია ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ლია ბაზაძე. 

ავტორის თქმით, სკოლა-ლიცეუმში საინტერესო და მრავალფეროვანი ცხოვრება ჩქეფს. სასწავლო პროცესი საინტერესო აქტივობებით და ეფექტური ღონისძიებებით არის დატვირთული.

სასკოლო ცხოვრებაში აქტუალური ხდება პროექტებით სწავლა. მათ შორის აღსანიშნავია პროექტი - ,,მზიანი გულის მწერალი“ - ნ. დუმბაზე (მასწავლებელი დარეჯან ცხომარია), ,,მარად და ყველგან, საქართველო, მე ვარ შენთანა" - ილია ჭავჭავაძის 180 წლის იუბილე“ (მასწავლებელი ნინო მელქაძე) და ,,სიკეთე გადამდებია" (მასწავლებლები ლიკა ლაგვილავა და თეკლე ბეგიაშვილი).

სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ სკოლა-ლიცეუმი ამაყობს წარჩინებული მოსწავლეებით, რომელთა შორის არიან: ნიკა გელოვანი - პრემია ,,ივერიის" ლაურიატი, ვალერია კაცაძე - ,,კინგსის“ გამორჩეული მოსწავლე, ნიკა შანიძე - ,,დრიმ სამიტის" ნახატების კონკურსის მთავარი პრიზის მფლობელი, თეკლა მელაძე - უნიჭიერესი თვითნასწავლი ახალგაზრდა მხატვარი, ლუკა მაისურაძე - თბილისის ბიჭუნათა კაპელას გამორჩეული მომღერალი, გუნდ ,,ხმა ცოდნისას" წევრები (ხელმძღვანელი ბადრი გვილავა) და ანსამბლ ,,აბჯარის“ წევრი მოსწავლეები, რომლებიც ფესტივალებისა და სხვადასხვა კონკურსების ლაურიატები არიან (ხელმძღვანელი გოჩა ყველაიძე).

ლია ბაზაძის თქმით, ,,ცოდნას" ახალი სიმაღლეებისკენ უჭირავს თვალი.

0 0 1999

              

  

0 0 2000

0 0 2000
















© Tofa