სკოლა-ლიცეუმ „ცოდნას“ მოსწავლეები ხელოვნების სასახლეს ესტუმრნენ

სკოლა-ლიცეუმ „ცოდნას“ 1-ლი კლასის მოსწავლეები მასწავლებელ მედეია ბოლქვაძესთან ერთად ხელოვნების სასახლეს ესტუმრნენ.

მოსწავლეები გაეცნენ სასახლის ისტორიას და დაათვალიერეს გამოფენილი ექსპონატები, იხილეს ანიმაციური ფილმი აღდგომის შესახებ და მოხატეს სააღდგომო კვერცხები.

„ბავშვებს ძალიან მოეწონათ ხელოვნების სასახლეში სტუმრობა. როგორც მათ აღნიშნეს, მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობას მომავალშიც ისურვებდნენ,“ - აღნიშნა მასწავლებელმა.

   

  
















© Tofa