თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი

სკოლა-ლიცეუმ ,,ცოდნას" VII კლასის მოსწავლეები, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელთან,  ლია ბაზაძესთან,  ერთად ეწვივნენ თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალს, რომელიც წელს მეოცედ გაიმართა და გამოირჩეოდა თავისი მასშტაბურობით...

 

 

ბავშვებმა დაათვალიერეს და შეიძინეს საინტერესო წიგნები, მონაწილეობა მიიღეს მათთვის განკუთვნილ საინტერესო ღონისძიებებში. 
განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საქართველოს წიგნის ასოციაციამ და გამომცემლობა ,,პალიტრა L" -მა ქართველ წიგნის მოყვარულებს გაუკეთეს დიდი სიურპრიზი - გაიმართა შეხვედრა ,,გიკი გოგოს" ბრიტანელ ავტორთან, ,,თინეიჯერთა გულთამპყრობელ" ჰოლი სმეილთან, რომელიც საპატიო სტუმრის სტატუსით ეწვია საქართველოს. ჩვენი სკოლის ერთ-ერთ მოსწავლეს კი ურიცხვ თაყვანისმცემელთა შორის ერგო პატივი უსაყვარლეს მწერალთან ერთად დაეთვალიერებინა თბილისი და აეხდინა ოცნება... როგორც ლიზი ამბობს, ეს დღე მის ცხოვრებაში გამორჩეული, ემოციებით სავსე და დაუვიწყარი იქნება.

   

  
















© Tofa