სკოლა-ლიცეუმ „ცოდნას“ თანამშრომლები დონაციის აქციაში ჩაერთნენ

თბილისის სკოლა-ლიცეუმ „ცოდნას“ თანამშრომლები აქციაში „გაიღეთ სისხლი, აჩუქეთ ბავშვებს სიცოცხლე!“ აქტიურად ჩაერთნენ. 

სკოლაში მედპერსონალი მივიდა და მსურველებმა სისხლი გაიღეს. 

დონორებს უფასოდ ჩაუტარდათ ანალიზები. 

სკოლა-ლიცეუმ „ცოდნას“ დირექცია მადლობას უხდის თანამშრომლებს აქციაში ჩართულობისთვის და შპს „სისხლის ბანკის“ დირექტორს დავით ლოლიაშვილს აქციის ორგანიზებულად წარმართვისათვის.

   

  
















© Tofa