,,ტყის ამბავი"

თბილისის კერძო სკოლა „ცოდნას“ მოსწავლეებმა მხატვრული ღონისძიება „ტყის ამბავი“ დადგეს. 

სპექტაკლი ვაჟა-ფშაველას პროზაული ნაწარმოების „ჩხიკვთა ქორწილის“ მიხედვით დაიდგა მასწავლებელ ნია დათუკიშვილის ხელმძღვანელობით.
სპექტაკლში მეორე კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 
ღონისძიების მიზანი მოსწავლეებში შემოქმედებითი უნარებისა და წიგნიერების განვითარება იყო. 
„მოსწავლეებს ეს წარმოდგენა დაეხმარებათ ზაფხულის არდადეგებზე შესასრულებელი დავალების უკეთ შესრულებაში - გავეცნოთ ვაჟა-ფშაველას პროზაულ ნაწარმოებებს“ - აღნიშნა  ნია მასწავლებელმა.
ღონისძიება 13 ივნისის ტრაგედიას მიეძღვნა.

   

  
















© Tofa