სკოლა-ლიცეუმ “ცოდნას” მე-9 და მე-11 კლასის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ნაწილაკთა ფიზიკის საერთაშორისო მასტერკლასში

თბილისის სკოლა-ლიცეუმ „ცოდნას“ მე-9 და მე-11 კლასის მოსწავლეები საერთაშორისო მასტერკლასში მონაწილეობდნენ. 

ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის ცერნის (CERN, ჟენევა,შვეიცარია) ორგანიზებული საერთაშორისო მასტერკლასი ნაწილაკთა ფიზიკაში ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა. 

მასტერკლასში მონაწილეობდნენ  - IX კლასის მოსწავლეები - ლევან ცოფურაშვილი, თორნიკე კალმახელიძე და ელენე ჩინაშვილი.  XI კლასი- გიორგი ფანჩვიძე, ანი ბუნტური და თამაზ გალდავა.

მოსწავლეებს ხელმძღვანელობდა ფიზიკის მასწავლებელი ბელა თოდუა.

მეცნიერებმა მატერიის და ძალების ფუნდამენტური გამოკვლევების მეთოდების შესახებ ლექციები წაიკითხეს.

სკოლის წარმოადგენლის თქმით, მოსწავლეებმა თვითონ განახორციელეს გაზომვები ნაწილაკების ფიზიკის ექსპერიმენტების რეალურ მონაცემებზე.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პარალელურად მასტერკლასები პირდაპირი ეთერით გაიმართა მსოფლიოს სხვადასხვა წამყვან უნივერსიტეტებში: ბირთვული გამოკვლევების ევროპული ორგანიზაცია - ცერნი ( შვეიცარია), წრფივი ამაჩქარებლის ლაბორატორია - ორსე (საფრანგეთი), ვალენსიის უნივერსიტეტი, კორპუსკულური ფიზიკის ინსტიტუტი(ესპანეთი), ბერნის უნივერსიტეტი, მაღალი ენერგიების ლაბორატორია (შვეიცარია), რომის უნივერსიტეტი ,,ტორ ვერგატა“-ბირთვული ფიზიკის ნაციონალური ინსტიტუტი რომის განყოფილება (იტალია).

მასტერკლასის დასასრულს მონაწილეებმა ცერნის მოდერატორებს შეკითხვები დაუსვეს, რომლებზეც ძალიან საინტერესო პასუხები მიიღეს.

  
















© Tofa