,,ენაი შემკული და კურთხეული"

სკოლა-ლიცეუმ „ცოდნა“-ში  დედა ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული ჩატარდა. ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეებს ქართული ენის ისტორიის მნიშვნელობა გაეაზრებინათ და შემოქმედებითი უნარები განვითარებოდათ.

მოსწავლეებმა მცირე წიგნები - „ქართული ანბანი“, „ჩვენი ზღაპრები“, „ქართველ პოეტთა ლექსები დედაენაზე“ ერთ ლამაზ სანახაობაში გააერთიანეს.

ამავდროულად, მათ კედლის გაზეთი დაამზადეს, რომელზეც დედა ენის დღესთან დაკავშირებული ინფორმაცია განათავსეს.

ღონისძიებას ესწრებოდა გამგებლის მოადგილე ნანა ციმაკურიძე, გლდანის რაიონის გამგეობის ავჭალა, გლდანის ხევის საუბნო განყოფილების უფროსი გიორგი ჭიღლაძე და ავჭალის მაჟორიტარის წარმომადგენელი ანდრია კაპანაძე.

დედა ენის დღე საქართველოში 1990 წლიდან 14 აპრილს აღინიშნება. 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების მიხედვით, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. 

  
















© Tofa