I კლასელთა რეგისტრაცია

სკოლა-ლიცეუმი ,,ცოდნა" აცხადებს I კლასელთა რეგისტრაციას 2019-2020 წლისთვის!
I კლასიდან გაძლიერებით ისწავლება ინგლისური და მათემატიკა. სკოლაში გახსნილია სხვადასხვა სახის წრეები:ფეხბურთის, მხატვრული ტანვარჯიშის, კარატეს, ფოლკლორული და კომპოზიტორთა სინღერების, ქართული ხალხური და თანამედროვე ცეკვის.
სკოლას ემსახურება მიკროავტობუსები.
სკოლაში ფუნქციონირებს 5 წლის ბავშვებისთვის მოსამზადებელი ჯგუფი I კლასში შესასვლელად, მათთვის კვება ოთხჯერადია; ჯგუფში ტარდება ხელოვნების, მუსიკის, ცეკვის და სპორტის გაკვეთილები. 
მოსწავლეები სკოლა-ლიცეუმში იმყოფებიან 8:30 საათიდან 18 საათამდე, ორჯერადი კვებითა და გაკვეთილების მომზადებით.
მსურველები გადადით ვებ-გვერდზე მითითებულ  ლინკზე - პირველკლასელთა სარეგისტრაციო ფორმა და შეავსეთ კითხვარი ან დაგვიკავშირდით ტელეფონზე 265 12 38; 265 12 40; 577 78 00 77.

 

  
















© Tofa