,,რწმენა ჩვენს ცხოვრებაში

საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის მიერ ორგანიზებული სასწავლო-პრაქტიკული კონფერენციის ,,რწმენა ჩვენს ცხოვრებაში" ფინალისტი - სკოლა-ლიცეუმ ,,ცოდნას" IX კლასის მოსწავლე ელენე ჩინაშვილი, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი დარეჯან ცხომარია.

 

საით მივისწრაფვით ახალგაზრდები

XXI საუკუნეში რთულია იცხოვრო ისე, რომ ვინმემ თვალი ცუდად არ გამოგაყოლოს, არ განგიკითხოს. ხშირად გაიგებთ ფრაზებს, რომლებიც ძირითადად ახალგაზრდებისთვისაა განკუთვნილი: „რა დაგლეჯილი შარვლით დადიხარ“, „ სულ დაკარგეთ ზრდილობა“, „ეს რა საშინელი თაობა მოდიხართ“, სულ არ იცით უფროსის პატივისცემა“, „ეს რა გაცვია“, და ა.შ. ეს ხაზს უსვამს თინეიჯერების ქცევებს და ჩაცმის სტილს, რაც ძალიან მოქმედებს მათ ფსიქიკაზე,ისევე როგორც შეზღუდვები, რომლებიც იწვევს მათ დაკომპლექსებას.                                                                                                                         რეალურად, ჩვენ ვართ ახალგაზრდები, რომელთა მთავარი მიზანი პროგრესია: წარმატება, განათლება და გამოცდილება. ყოველი ჩვენგანი ვცდილობთ ვიყოთ განსხვავებულები, უფრო თამამები, წარმატებულები, საზოგადოება ხშირად აკრიტიკებს ახალგაზრდების ქცევას, რადგან სულ რაღაც წლების წინ ბევრ რამეზე გაფიქრებაც არ შეიძლებოდა. ბევრი ვერც წარმოიდგენდა, რომ დღეს იარსებებდა ასეთი განვითარებული ტექნოლოგიები, დახვეწილი ახალგაზრდები.,განსხვავებული ჩაცმის სტილი და ინტერესების სფერო.                                                                                                                                                    თუმცა დრო მიდის... სამყარო ვითარდება. მოზარდები ვითვისებთ ახალ-ახალ ინფორმაციებს, ან პირიქით, ვქმნით მათ. ჩვენ არ ვიცით, რა მოხდება ორი საუკუნის შემდეგ, მაგრამ ვიცით, რა გვინდა რომ მოხდეს ორ წელიწადში. ვცდილობთ, სამყარო ინოვაციებით, სიახლეებით სავსე გავხადოთ.                                                                                                          ზოგჯერ ჩვენი გადაწყვეტილებით ვეწინააღმდეგებით ძველ ტრადიციებს და ამის გამო ხალხი გვკიცხავს. საკვირველია რატომ?!. თუმცა ისეთი ადამიანებიც ხომ არსებობენ, ვისაც ჩვენი წარმატება უხარია, ვინც ბედნიერია, როდესაც ამდენ ნიჭიერ ახალგაზრდას ხედავს და გვიწინასწარმეტყველებს ბედნიერ მომავალს.                                                                                  თუ გავითვალისწინებთ ჩვენი ქვეყნის დღევანდელ მდგომარეობას, მივხვდებით, რომ უამრავი ახალგაზრდა შრომობს, სწავლობს, მუშაობს საკუთარ თავზე, იმისთვის, რომ მათი წარმატება საკუთარი ქვეყნის საზღვრებს გასცდეს. შემდეგ წავიდეს და ისწავლოს ისეთ ქვეყანაში, სადაც დამატებითი უმაღლესი განათლების მიღება შეუძლია, განვითარდეს,. ისეთ მაღალ ანაზღაურებად სამსახურში იმუშაოს, სადაც მისი შრომა დაფასდება. ისინი იბრძვიან იმისთვის, რომ ბედნიერები იყვნენ, გააბედნიერონ გარშემომყოფები, ნათესავები, ოჯახი, მეგობრები, რომლებსაც მათი წარმატება უხარიათ, რომლებიც მუდამ ცდილობენ ხელი შეუწყონ მათ განვითარებას.                                                                                                                  დამეთანხმებით, რომ ახალგაზრდებს ურჩევნიათ „სწავლა გართობით“. მაგალითად: მათთვის უფრო ნაყოფიერია, როდესაც ინფორმაციას ჯგუფური აქტივებების დროს, საგანმანათლებლო კლუბებში გაწევრიანებით იღებენ. ასე ეუფლებიან როგორც ცოდნას, ისე გამოცდილებას.- მეგობრების შეძენის გამოცდილებას. ამიტომაცაა, რომ მასწავლებლებსაც და ბავშვებსაც ძალიან უყვართ ჯგუფური საკლასო სამუშაოები, თუნდაც ფორმატზე პრეზენტაციის წარსადგენად ჯგუფურად დაყოფა და სამუშაოს ერთად შესრულება.                                                                                                                                        პრობლემები 

     უდავოა, რომ დღეს ახალგაზრდებს ბევრ რამეზე მიუწვდებათ ხელი, მაგრამ წინა თაობებთან შედარებით ისინი მეტ სირთულეებს ხვდებიან.                                                                                                                                               სამწუხაროა ის, რომ ისინი ხშირად მარტო მოქმედებენ.                                                                                                  ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარებული გამოკითხვის შედეგებიდან მკვლევარები ბარბარა შნაიდერი და დეივიდ სტივენსონი იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ბევრი ახალგაზრდა ძალიან ცოტა დროს უთმობს მეგობრებს. ისინი მოგზაურობენ თუ ერთობიან, უმეტესწილად, მარტოები არიან. ასეთ ტენდენციას ტექნიკის პროგრესმა შეუწყო ხელი. მაგალითად, 2006 წელს ჟურნალ “ტაიმსში” ნათქვამი იყო, რომ ამერიკაში 8-18 წლამდე ახალგაზრდები უმეტეს დროს ტელევიზორის ყურებას, ყურსასმენებით მუსიკის მოსმენას და კომპიუტერს უთმობენ- იქნება ეს თამაშები, ინტერნეტი, თუ სხვა რამ.                               პირადად მე მყავს რამდენიმე ასეთი ნათესავი, რომლებიც სწავლას ბევრად ნაკლებ დროს უთმობენ, ვიდრე კომპიუტერულ თამაშებს. როდესაც მათი თანაკლასელები მიდიან ერთად გასართობად, მათ სახლში დარჩენა, თავიანთ სივრცეში განმარტოება და ვირტუალური თამაშები ურჩევნიათ.                                                                                                                                                                                                     მშობლები                                                                                     დღესდღეობით, ისევე როგორც ძველ დროში, ხშირად შევხვდებით შემთხვევებს, როდესაც მშობელი აიძულებს ბავშვს გაჰყვეს იმ პროფესიას, რომელიც მას სულაც არ მოსწონს. ისინი ზემოქმედებას ახდენენ თავიან შვილებზე. ურჩევნიათ, რომ მათი შვილები დაინტერესდნენ იმავე საქმიანობით, რითიც თვითონ არიან დაკავებულნი. თუ დედას უყვარს მეცნიერება, ის ცდილობს თავის შვილსაც შეაყვაროს ეს. მაგრამ თუ შვილს ურჩევნია ხელოვნება? თუ მამას უყვარს სპორტი, ის ცდილობს,რომ მისი შვილიც ,,მოაწყოს" ძლიერ გუნდში და დააკავოს სპორტით. მაგრამ თუ მის შვილს ურჩევნია კითხვა? ისინი არ უსმენენ, არ ეკითხებიან საკუთარ შვილებს, თუ რა მოსწონთ მათ, რისი კეთება ანიჭებთ სიამოვნებას, ბედნიერებას.                                  ან ზოგჯერ პირიქით, მშობელი საერთოდ არ ერევა ბავშვის არჩევანში, მან არც კი იცის, რა სურს მის შვილს. რითია დაკავებული, რა პრობლემები აქვს სკოლაში, როგორ განათლებას იღებს, ან რა სურს სამომავლოდ.                                          ვფიქრობ, თინეიჯერის საქმეში მშობლის ჩარევა აუცილებელია, მაგრამ რაღაც დოზით. მშობელი უნდა ცდილობდეს ისაუბროს შვილთან, გაიზიაროს მისი ინტერესები, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა ეცადოს გადაიყვანოს საკუთარ აზრზე და ტვინი აურიოს.                                                                                                                                            მეც ვყოფილვარ ერთი ასეთი ფაქტის მომსწრე. აბიტურიენტობის დროს ჩემს დეიდაშილს უჭირდა გადაწყვეტილების მიღება პროფესიის არჩევისას. მას ძალიან უნდოდა მომავალში ყოფილიყო წარმატებული დიზაინერი, მოსწონდა ეს პროფესია. სამწუხაროდ, მისი მშობლები ფიქრობდნენ, რომ დიზაინერობა მეორეხარისხოვანია და ეს უბრალოდ ჰობია. მათი გადაწყვეტილებით და დაჟინებული მოთხოვნით ჩემმა დეიდაშვილმა იურიდიულზე ჩააბარა. მისი მშობლების თქმით, ეს უფრო მაღალანაზღაურებადი და მეტად სერიოზული პროფესია იყო. შედეგმაც არ დააყოვნა და ძალიან მალე პროფესია შეიცვალა, რადგან ცუდ იურისტობას კარგი დიზაინერობა არჩია.დღეს იგი ერთერთი წარმატებული დიზაინერია.

 

  
















© Tofa