სკოლა-ლიცეუმ ,,ცოდნას“ სასწავლო პროექტი ფიზიკაში

იმის განსაზღვრა, თუ რა არის ფიზიკა, ძალზედ რთულია. რაც მეტ აღმოჩენას ვაკეთებთ და მეტ პროგრესს განვიცდით, მით უფრო იცვლება ფიზიკაც. ახალ თეორიებს მხოლოდ ახალი პასუხები არ მოაქვთ. ისინი ასევე ბადებენ ახალ კითხვებს, რომლებიც ადრე ფიზიკის წინა თეორიის გადმოსახედიდან უაზრო იქნებოდა. ეს ფიზიკას სახალისოსა და საინტერესოს ხდის. სკოლა-ლიცეუმი ,,ცოდნა“ (დირქეტორი – ნაზი ნადირაძე) მოსწავლეებისათვის ამ რთული დისციპლინის შესწავლის საფუძვლებს საინტერესოდ იწყებს.

სკოლა-ლიცეუმ ,,ცოდნას“ VII კლასის მოსწავლეები მასწავლებლის, ბელა თოდუას ხელმძღვანელობით შეხვდნენ ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორს – ნუგზარ მოსულიშვილს. სკოლის მოსწავლეებს ჩაუტარდათ ლექცია (ვებინარი) სახელწოდებით ,,სასწავლო პროექტი ფიზიკაში“.

იხილეთ ვიდეო – შეხვედრა ნუგზარ მოსულიშვილთან

გაკვეთილი მიზნად ისახავდა საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, კერძოდ ფიზიკის სწავლების ხარისხის გაუმჯობესებასა და საბუნებისმეტყველო საგნებით მოსწავლეების დაინტერესებას. ლექციაზე იმსჯელეს დიდ სამეცნიერო ცენტრებში მიმდინარე თანამედროვე კვლევებზე, სამეცნიერო მიღწევებზე და კვლევის დანიშნულებაზე. სამყაროს წარმოშობასა და მის ევოლუციაზე, შორეულ გალაქტიკებში არსებულ საინტერესო ობიექტებზე, ფიზიკის როლსა და საჭიროებაზე სხვადასხვა პროფესიებში.

სამუშაო შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში დასრულდა, სადაც მოსწავლეებმა მიიღეს ამომწურავი პასუხი მათთვის საინტერესო კითხვებზე.

ნუგზარ მოსულიშვილმა ლექცია/ვებინარის ბოლოს მოსწავლეები მიიწვია ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ექსპერიმენტების ჩასატარებლად.

სკოლა-ლიცეუმი ,,ცოდნა“ გუნდთან ერთად თავის აღსაზრდელებს კიდევ არაერთ საინტერესო აქტივობას ჰპირდება.

  
















© Tofa