საინტერესო აქტივობა სკოლა-ლიცეუმ ,,ცოდნაში“

2020-2021 სასწავლო წელს ქვეყანაში შექმნილი ვითარების ფონზე  სკოლა-ლიცეუმმა ,,ცოდნამ“  (დირქეტორი – ნაზი ნადირაძე)  მეტი მონდომებით, მუდმივი სიახლეებით, გაძლიერებული რესურსებითა და აქტივობებით გაახალისა და გააქტიურა სასწავლო პროცესი, რადგან სკოლა-ლიცეუმი ,,ცოდნა“ მოსწავლეების გულში მუდამ სითბოს აღვივებს გამორჩეული ფუსფუსისა და სასიამოვნო გარემოს მეშვეობით. ბავშვებისთვის სწავლის რთული და დამღლელი პროცესი – საინტერესო გამოწვევად  იქცა შრომისმოყვარე მასწავლებლების დამსახურებით. პედაგოგები გამოირჩევიან სახალისო და სასარგებლო აქტივობებით, ამიტომ  მოსწავლეებს სკოლისაკენ მიმავალ გზაზე მუდამ მიეჩქარებათ.

სახალისო-შემეცნებით აქტივობებში მონაწილეობა მიიღეს  I საფეხურის მოსწავლეებმა (დამრიგებლები: ნია დათუკიშვილი, სალომე ქევხიშვილი, თამარ ოქრიაშვილი, ირინა დოლიძე).

I ა კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი – ნია დათუკიშვილი) წარმოადგინეს პროექტი „ მე ვიცი კითხვა“, რუბრიკით- „ პოეზია უპირველეს ყოვლისა“…   წასაკითხად შერჩეული იყო მცირე ზომის ლექსები, მოტივაციის შესაქმნელად.

მოსწავლეებმა წაიკითხეს: ანა კალანდაძის, ნოდარ დუმბაძის, მაყვალა მრევლიშვილის, ლადო ასათიანის, გალაკტიონ ტაბიძის, იოსებ ნონეშვილის და სხვა პოეტების ლექსები.

I ბ კლასის დამრიგებელი, სალომე ქევხიშვილი, პატარებს პირველი დღიდან უნერგავს კითხვის სიყვარულის და ამ პროცესს აქცევს ზღაპრულ თავგადასავლად.

დამრიგებელმა შეარჩია თინათინ ლომთაძის ზღაპარი ,,მელანო და ვირუსი“ მოსწავლეებმა, უსაზღვრო ნიჭის დახმარებით არაჩვეულებრივად შეძლეს თავის წარმოჩენა და მოირგეს სხვადასხვა როლი. მიზანი ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა იყო. მოსწავლეებმა შეძლეს ვირუსის არსის გაგება და გაიაზრეს თუ რას იწვევს ის ორგანიზმში; ისწავლეს მისი თავიდან აცილების გზები. ზღაპრის გმირის, ექიმი ამელის საშუალებით ნაკლებად საშიში გახდა ბავშვებისთვის ერთი შეხვედვით ვერაგი ვირუსი და მიხვდნენ, რომ მათ ძალა ყოველთვის გააჩნიათ ვირუსის დასამარცხებლად. ზღაპრის პატარა ჯადოსნობა გაუზიარეს თანატოლებს და მათთვისაც შთამბეჭდავი გახადეს კითხვის სასიამოვნო პროცესი. მოსწავლეებისთვის ახლა მეტად უსაფრთხოა სკოლაში დაბრუნება, რადგან ვირუსის შესახებ ბევრი რამ შეიტყვეს. ისინი ბედნიერებით აღსავსე ელიან გაკვეთილების საკლასო ოთახში გაგრძელებას და ახალ თავგადასავლებთან შეხვედრას.

Iგ კლასმა წარმოადგინა პროექტი ,,ადამიანი სრულქმნილი ხდება წიგნის კითხვით“, კლასის დამრიგებლის, თამარ ოქრიაშვილის ხელმძღვანელობით.

პატარა ცოდნელებმა დედაენიდან წაიკითხეს მცირე მონაკვეთები და ზეპირად წარმოთქვეს საინტერესო გამონათქვამები წიგნის კითხვის მნიშვნელობაზე. მათ გამოავლინეს სწორი, გამართული კითხვის  და ზეპირმეტყველების უნარი.

I დ კლასის მომსწავლეებმა, დამრიგებლის, ირინა დოლიძის ხელმძღვანელობით არაერთ საინტერესო წამოწყებაში მიიღეს მონაწილეობა, როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენაზე. მიზანი უცხო ლექსიკური ერთეულების შესწავლა და სამეტყველო ერთეულად გამოყენება იყო: ,,Foreign Language at the Elementary level“;  ,,An effective method of learning a foreign language“;  ,,Mini presentation in the animal world“.

სკოლა-ლიცეუმი ,,ცოდნა“ არაერთ საინტერესო სიახლეს გეგმავს აღსაზრდელებისთვის.

იხილეთ ვიდეოები:

  
















© Tofa