სკოლა-ლიცეუმი „ცოდნა“ ყველა დედას ულოცავს დედის დღეს

,,სადაც დედაა – იქ სითბო და სიყვარულია“

დედის დღე პირველად 1910 წელს აღინიშნა ვირჯინიის შტატში, თუმცა ოფიციალურ დღესასწაულად 1914 წელს გამოცხადდა. საქართველოში იგი 1991 წლიდან დაწესდა საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას, ინიციატივით და მას მერე იგი ოფიციალური დასვენების დღეა. თუმცა დედის მიმართ პატივისცემის ტრადიცია საქართველოში ოდითგან გვაქვს. ასევე აღსანიშნავია, რომ საქართველოში ეს დღე სიმბოლურად 3 მარტს, გამოზამთრების შემდგომ, სიცოცხლის განახლების პერიოდში, აღინიშნება. დედა და შვილი ერთი სულია ორ სხეულში. შვილი დედისთვის ყველაზე ძვირფასი განძია, რომელიც მას ღმერთმა აჩუქა.

სკოლა – ლიცეუმ ,,ცოდნა“-ს (დირქეტორი – ნაზი ნადირაძე) დაწყებითი კლასების დამრიგებლებმა და პედაგოგის თანაშემწეებმა თინათინ ნოზაძის ხელმძღვანელობით, დედებს გაულამაზეს 3 მარტი ორიგინალური მისალოცი ბარათებითა და დისტანციური ღონისძიებებით.

გთავაზობთ სკოლა-ლიცეუმ ,,ცოდნა“-ს დირექტორის, ნაზი ნადირაძის, მისალოც წერილს უცვლელად:

,,ძვირფასო დედებო,
გილოცავთ დედის დღეს…
მთელი ჩვენი ქვეყნის ისტორია ქალების, დედების სათნოების, გმირობის, თავდადებისა და გამძლეობის მაგალითია. ყველა დედას გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სამშობლოსთვის საამაყო შვილების გაზრდას.
შვილებს კი ვეტყვი – სადაც დედაა იქ სიმყუდროვე და ხალისია, სადაც დედაა იქ სითბო და სიყვარულია.
გაუფრთხილდით დედებს!“

სკოლა-ლიცეუმი ,,ცოდნა“ ყველა დედას გილოცავთ გაზაფხულის ამ ლამაზ დღესასწაულს! გისურვებთ ჯანმრთელობას, დიდხანს სიცოცხლეს, ბედნიერებას, შვილების კეთილდღეობას და გახარებას! გქონოდეთ იმის ძალა და შესაძლებლობა, რომ მისცეთ მათ მხიარული ბავშვობა, გადასცეთ და ჩაუნერგოთ სულიერი ფასეულობები, აღზარდოთ ისინი განათლებულ, წარმატებულ ადამიანებად და საამაყო მამულიშვილებად!

 

ღონისძების ვიდეო იხილეთ ბმულზე.

ღონისძიების ორგანიზებაში მონაწილეობა მიიღეს დაწყებითი კლასის დამრიგებლებმა: ნია დათუკიშვილმა, სალომე ქევხიშვილმა, თამარ ოქრიაშვილმა, ირინა დოლიძემ, ლიკა ლაგვილავამ, თეკლე ბეგიაშვილმა, მარიამ მოდებაძემ, ეკატერინე ბეჟიტაშვილმა, მედეია ბოლქვაძემ, ნინო სამსონაშვილმა, მზია ლომიძემ, ესმა თევზაძემ, დარეჯან ცხომარიამ, ბელა თოდუამ. ასევე, პედაგოგის თანაშემწეებმა: ქეთი ჭუმბურიძემ, ოლია ჭუბაბრიამ, თამარ გელენავამ, მარიკა შაპანსკიმ, სოფო დანდლიშვილმა, ელენე ბუჩუკურმა, ლია გეჯაძემ, ირმა ორჯონიკიძემ, მადონა ჩალაძემ.

  
















© Tofa