დედამიწის დღე ,,ცოდნაში"

22 აპრილი, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიების – დედამიწის საერთაშორისო დღეა, რომლშიც ყოველ წელს მსოფლიოს 192 ქვეყნის სხვადასხვა ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს. საქართველო „დედამიწის დღეს“ 1990 წლიდან სხვადასხვა გარემოსდაცვითი ღონისძიებით აღნიშნავს.

სკოლა-ლიცეუმ ,,ცოდნაში“ (დირქეტორი – ნაზი ნადირაძე. თბილისი, ავჭალა; დ.სარაჯიშვილის 108) ეს დღე განსაკუთრებულად აღინიშნება. მოსწავლეები მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა აქტივობებში, რათა შეძლონ ინფორმაციის მიღება – დახარისხება და ჩამოუყალიბდეთ სწორი, მზრუნველობითი დამოკიდებულება  საკუთარი ქვეყნის ბუნებრივი გარემოს მიმართ.

აღნიშვნის ღირსია XI კლასის მოსწავლეების აქტივობა. მათი ინტერესი დედამიწის ეკოლოგიურმა სიტუაციამ მიიპყრო, ამიტომ გადაწყვიტეს სკოლის ეზოს დასუფთავება და ხეების დარგვა. რუსულ ენაზე ჩაწერეს ვიდეო მიმართვა, სადაც იმსჯელეს თუ რატომ არის ეს პრობლემა მნიშვნელოვანი და როგორ შეიძლება მისი გადალახვა.

სკოლა-ლიცეუმი ,,ცოდნა“ მომავალშიც გეგმავს არაერთი საინტერესო, შემეცნებითი აქტივობებით გაულამაზოს სასწავლო პროცესი აღსაზრდელებს.

 

https://edu.aris.ge/pnews/dedamiwis-dge-skola-liceum-codnashi.html?fbclid=IwAR1j3ai5BVLMCd4w5JPXWVII9wvWW0WCpCQr3hPvoCXh_PHxiq8sFuo2_4Y

 

  
















© Tofa