,,ცოდნაში“ ბედნიერი ბავშვობაა და ,,ცოდნა“ არის გზა წარმატებისკენ

16 ივნისს პირველკლასელებმა წარმოადგინეს მხატვრული  გამოსაშვები ღონისძიება. წარმოთქვეს ლექსები, ერთმანეთს ცვლიდა მოსწავლეების მიერ შესრულებლი ტკბილი ჰანგები და ცეკვები. ბავშვებმა დამრიგებლების ხელმძღვანელობით (ნია დათუკიშვილი, სალომე ქევხიშილი, თამარ ოქრიაშვილი, ირინა დოლიძე) მხიარული, დაუვიწყარი დღე აჩუქეს სტუმრებს. დაემშვიდობნენ პირველ კლასს ახალი იმედებით, გეგმებით, ოცნებებით, ციმციმა თვალებით. გაიხსენეს ყოველი განვლილი დღე, როდესაც პანდემიის ფონზე, უჩვეულო რეჟიმსა და გარემოში უწევდათ იის სურნელით დაფენილ წიგნში ერთად დაეკრიფათ პირველი ია, მოექარგათ ულამაზესი 33 ასო-ბგერა. სწავლობდნენ ერთმანეთთან ურთიერთობას, მეგობრობას, სიყვარულს, შრომას და იმედს – უკეთესი ხვალინდელი დღისა. კიდევ ერთხელ ჩაჰკიდეს ერთმანეთს ხელი და კიდევ ერთხელ დაგვანახეს, რომ ,,ცოდნა“-ში ბედნიერი ბავშვობაა და ,,ცოდნა – არის გზა წარმატებისკენ!“

ვიდეო იხილეთ ბმულზე.

  
















© Tofa