სკოლა-ლიცეუმი ,,ცოდნა“ და დირექტორი, ქალბატონი ნაზი ნადირაძე მე-4(ა) კლასის მოსწავლეებს ულოცავს სასწავლო წლის დამთავრებას

სკოლა-ლიცეუმი ,,ცოდნა“ და დირექტორი, ქალბატონი ნაზი ნადირაძე მე-4(ა) კლასის მოსწავლეებს ულოცავს სასწავლო წლის დამთავრებას და ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას.

მოსწავლეები ამაღელვებელი სიტყვებით, ლექსებით დაემშვიდობნენ მასწავლებლებს, ბედნიერ, ლამაზ და წარმატებულ წლებს. 17 ივნისის გამოსაშვებ ღონისძიებას ბევრი ლამაზი წუთები სდევდა თან. დამრიგებელმა, მედეია ბოლქვაძემ  გზა დაულოცა დაფრთიანებულ აღსაზრდელებს: ,,გავიდა 4 წელიწადი. ეს ოთხი წელიწადი ცხოვრების საძირკველია, რომელიც დაწყებითი კლასის მასწავლებელმა უნდა ჩაყაროს, ჩაყაროს მყარად, რომ შემდგომ კედელი აშენდეს.“

,,მასწავლებლობა – ეს არის პროფესია – ადამიანის სულის აღმზრდელის მოწოდება. იგი ეხმარება ბავშვებს სხვადასხვა უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაში, უნდა აღზარდოს ისეთ მოქალაქეებად, რომლებიც შეძლებენ დააფასონ და უყვარდეთ თავიანთი სამშობლო, პატივი სცენ სხვა ხალხების ტრადიციებს. ოთხი წლის მანძილზე ვასწავლიდი მათ სიყვარულს, თანადგომას, მეგობრობას, ვაჟკაცობას, მადლიერებას. ვულოცავ მათ ოთხი კლასის დამთავრებას. იმედი მაქვს, ჩემი აღზრდილები ბევრჯერ ასახელებენ სკოლას, მშობლებს, მასწავლებლებს. ვუსურვებ მათ წინსვლას, წარმატებებს შემდგომ საფეხურზე. მეამაყებით და მიყვარხართ!“

ვიდეო იხილეთ ბმულზე.

  
















© Tofa