ბიბლიოთეკა– სასკოლო ბიბლიოთეკის მუშაობა და მართვა

ბიბლიოთეკის მიზნებისა და ამოცანების განხორციელებისათვის აუცილებელია:

1. განისაზღვროს სასკოლო ბიბლიოთეკის პოლიტიკა, გამოიკვეთოს ამოცანები, პრიორიტეტები და სამსახური სასკოლო პროგრამების შესაბამისად;
2. ბიბლიოთეკის მთლიანი მუშაობა და მართვა აგებული უნდა იქნეს პროფესიული სტანდარტების მოთხოვნათა შესაბამისად;
3. საბიბლიოთეკო მომსახურება ხელმისაწვდომი უნდა იქნეს სასკოლო კოლექტივის თითოეული წევრისათვის, ამასთან, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ადგილობრივი საზოგადოებრიობის მოთხოვნილებანი;
4. ყოველმხრივ წახალისებული უნდა იქნეს სკოლის ბიბლიოთეკარის თანამშრომლობა პედაგოგებთან, ადმინისტრაციასთან, მშობლებთან, სხვა ბიბლიოთეკებთან ინფორმაციის სპეციალისტებთან, სხვადასხვა საზოგადოებრივ ჯგუფებთან.
მანიფესტის პრინციპების განხორციელება
სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები განათლებაზე პასუხისმგებელი სამინისტროების საშუალებით მოწოდებულნი არიან განავითარონ მანიფესტში ჩამოყალიბებული სტრატეგია, პოლიტიკა და დაგეგმარება, აგრეთვე პოპულიზაცია გაუწიოს მანიფესტის იდეების ბიბლიოთეკართა განათლების სისტემის, აგრეთვე საბაზო კურსებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სხვადასხვა ფორმებითა და საშუალებებით.
საქართველოს სასკოლო ბიბლიოთეკების ტიპიური დებულება
ზოგადი დებულება
1. სკოლის (კოლეჯის, გიმნაზიის) ბიბლიოთეკა სასწავლებელში აუცილებელი ქვეგანაყოფია,
რომელსაც გააჩნია თავისი ფუნქციები და დადგენილი წესებითა და მეთოდებით ემსახურება მკითხველს.
2. სკოლის ბიბლიოთეკა იცავს სასწავლებლის შინაგანაწესის მოთხოვნებს, მუშაობას აგებს სკოლის დებულებასა და სამუშაოს გეგმის მიხედვით, ექვემდებარება სასწავლებლის მიზნებსა და ამოცანებს.
3. მისი საქმიანობა განიხილება როგორც სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის შემადგენელი ნაწილი; იგი ხელმძღვანელობს კანონით „საქართველოს საბიბლიოთეკო საქმის შესახებ“, კანონით „განათლების შესახებ“, კანონქვემდებარე აქტებითა და ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმანტაციით საბიბლიოთეკო საქმის შესახებ.
ბიბლითეკის დანიშნულება და ამოცანები
4. სკოლის ბიბლიოთეკა სასწავლებელში წარმოადგენს საინფორმაციო –ბიბლიოგრაფიული მუშაობის ცენტრს, კულტურულ-საგანმანათლებლო მუშაობის ერთ-ერთ მთავარ ორგანიზატორს, სასწავლო –აღმზრდელობითი პროცესის ხელშემწყობსა და კლასგარეშე კითსხვის ორგანიზატორს.
სასკოლო ბიბლიოთეკის დანიშნულებაა ყოველმხრივ შეუწყოს ხელი მოსწავლეთა საგანმანათლებლო-აღმზრდელობით საქმიანობას, პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლებას. უზრუნველყოს მკითხველთა ინფორმაციული მოთხოვნილებები.
5. ბიბლიოთეკა უზრუნველყოფს მკითხველებს საჭირო ლიტერატურით, ხელს უწყობს მოსწავლეებს გაიღრმავონ სასწავლო პროცესში მოღებული ცოდნა, აიმაღლონ კითხვის კულტურა, დაეუფლონ მასობრივი მუშაობის ჩვევებს, აქტიური მონაწილეობა მიიღონ სასწავლებელში წიგნიერი გარემოს შექმნაში.
6. ბიბლიოთეკა მოვალეა დაეხმაროს მკითხველებს საჭირო მასალის გამოვლენასა და შერჩევაში, მათ შეუფერხებლად მიღებაში, ინფორმაციის მოპოვებაში.
7. პედაგოგებთან ერთობლივი მუშაობით ქმნის პირობებს მოსწავლეთა კულტურულ-ესთეტიკური, ზნეობრივი და ეთიკური დონის ამაღლებისათვის. ხელს უწყობს მათი მრწამსის ჩამოყალიბებას, სამშობლოსადმი ერთგულების სულისკვეთების აღზრდას.
გავლენას ახდენს მოსწავლეთა უნარისა და შემეცნებითი შესაძლებლობების განვითარებაზე, ეხმარება მათ შემოქმედებითი თვისებების წარმოჩენასა და განვითარებაში, პროფესიულ ორიენტაციაში.
8. ბიბლიოთეკა მოსწავლეებს ემსახურება დიფერენცირებულად სასკოლო ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით.
ბიბლიოთეკის ფუნქციები
9. სკოლის ბიბლიოთეკის ფუნქციები განპირობებულია ამ ბიბლიოთეკის დანიშნულებითა და ამოცანებით. სრულდება იგი ყველა საბიბლიოთეკო ციკლის გამოყენებით, დადგენილი ტექნოლოგიური პრინციპების მეშვეობით, სათანადო ფორმებითა და მეთოდებით.
10. ბიბლიოთეკა იცავს თავის ფონდს, აკომპლექტებს მისი ახალი პროფილური ლიტერატურით, სხვადასხვა სახის დოკუმენტებით, პერიოდიკით, აუდიოვიზუალური მასალით სკოლის პროფილისა და ამოცანების შესაბამისად, ახდენს მათ ინდივიდუალურ და ჯამობრივ აღრიცხვას დადგენილი წესით.
11. ბიბლიოთეკა ფონდის სისტემატიზაციას აწარმოებს შესაბამისი ინსტრუქციის მიხედვით, პერიოდულად ეწევა მის გამონთავისუფლებას შინაარსობრივად მოძველებული და ფიზიკურად გაცვეთილი საბიბლიოთეკო დოკუმენტებისაგან, შეისწავლის ფონდის გამოყენების მდგომარეობას, იღებს ზომებს მისი ფიზიკური დაცვისა და შეკეთებისათვის, ატარებს პროფილაქტიკურ ღონისძიებებს.
12. ბიბლიოთეკა ახდენს ლიტერატურის სისტემატიზაციას საბიბლიოთეკო ტექნიკის მინიმუმის შესაბამისად, ადგენს ანბანურ და სისტემატურ კატალოგს, დაწყებითი კლასის მოსწავლეებისათვის დგება თემატური კატალოგი. ბიბლიოთეკა აწარმოებს აგრეთვე სხვადასხვა სახის კართოტეკებს, რომელთა შორის პრიორიტეტურია ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი კართოტეკა. სისტემატიზაციისათვის გამოიყენება საერთაშორისო ათწილადი კლასიფიკაციის სქემის ვარიანტი საბავშო-სასკოლო ბიბლიოთეკებისათვის.
13. ბიბლიოთეკა ემსახურება მოსწავლეებს, პედაგოგებს, სკოლის სხვა თანამშრომლებს და მშობელთა იმ ნაწილს, რომელიც ბავშვთა კითხვის ხელმძღვანელობით არის დაინტერესებული. ამ მიზნით ბიბლიოთეკაში ორგანიზებულია საერთო აბონენტი და ადგილზე დამოუკიდებლად კითხვის სისტემა (სამკითხველო დარბაზი ან დარბაზული მომსახურების ფორმა)
14. ბიბლიოთეკა შეისწავლის მოსწავლეთა საბიბლიოთეკო კითხვაში ჩაბმის მდგომარეობას, საინფორმაციო-ბიბლიოგრაფიულ მოთხოვნილებებს, მკითხველურ ინტერესებს; დადგენილი წესით ქმნის მკითხველთა ჯგუფებს და განსაზღვრავს მათ შემადგენლობას.
15. ბიბლიოთეკა უზრუნველყოფს ლიტერატურის ფართო ინფორმირებასა და რეკომენდირებას – იყენებს ზეპირ, წერილობით და თვალსაჩინო ფორმებს, ატარებს საუბრებს, აწყობს გამოფენებს, აფორმებს საბიბლიოთეკო პლაკატებსა და ალბომებს, მხატვრულ სტენდებსა და ტრანსპარანტებს სხვადასხვა მოწოდებებით, ციტატებითა და აფორიზმებით, მართავს სხვადასხვა მასობრივ ღონისძიებებს: დილა –საღამოებს, შეხვედრებს, ბიბლიოგრაფიულ მიმოხილვებს, მკითხველთა კონფერენციებს, იუბილეებს, ლიტერატურულ თამაშებს, ვიქტორინებს, გარჩევა-განხილვებს, დისპუტებსა და დიალოგებს, პრეზენტაციებს, მკითხველის ფორმულარის დაცვას და სხვა. ქმნის ნორჩ შემოქმედთა, წიგნის და ბიბლიოთეკის მოყვარულთა, ინფორმატორთა და სხვა წრეებს.
16. საბიბლიოთეკო და ბიბლიოგრაფიული ცოდნის დანერგვის მიზნით, ბიბლიოთეკა სისტემატურად ეწვა სხვადასხვა სახის სამუშაოებს: ქმნის აქტივს, აწყობს წიგნისა და ბიბლიოთეკის დღეებს, ადგენს ბიბლიოთეკის დამხმარე ჯგუფს, რომლის წევრები პრაქტიკულად ეხმარებიან ბიბლიოთეკას სანიტარული დღის, ინფორმაციული მუშაობისა და სხვადასხვა ღონისძიებათა ორგანიზაციაში, წიგნების შეკეთება-რესტავრაციაში,
დავალიანებათა ლიკვიდაციაში, საერთო სარგებლობისათვის წიგნების შეგროვებაში, სახელმძღვანელოების შეკრება-განაწილებაში.
17. პედაგოგებთან შეთანხმებით, ბიბლიოთეკაში მზადდება მასალა კლასგარეშე გაკვეთილებისათვის, დგება ბიბლიოგრაფიული სიები და კითხვის გეგმები ცალკეული კლასების, საგნებისა და თემების მიხედვით.
18. თავის საქმიანობით ბიბლიოთეკა ხელს უწყობს მოსწავლეთა დარგობრივ წრეებს, აწყობს მათ საჭირო ლიტერატურასა და ინფორმაციას, ეხმარება წრის წევრებს ლიტერატურის გამოვლენასა და მიღებაში, გამოყოფს მათგან ინფორმატორ-აქტივისტებს წრეების ინფორმაციული უზრუნველყოფისათვის.
ბიბლიოთეკის ხელმძღვანელობა ორგანიზაცია და მართვა
19. სკოლის ბიბლიოთეკა უშუალოდ ექვემდებარება სკოლის დირექტორს, ასრულებს პედაგოგიური საბჭოს გადაწყვეტილებებს: იგი ანგარიშვალდებულია მათ წინაშე. ბიბლიოთეკარი პედაგოგიური საბჭოს წევრია.
20. ბიბლიოთეკის საქმიანობას ბიბლიოთეკარი წარმართავს, რომელსაც აქვს სათანადო კვალიფიკაცია და პროფესიონალური ცოდნა. ის პასუხისმგებელია ბიბლიოთეკაზე მთლიანად: მის ფონდზე, მატერიალურ –ტექნიკურ საშუალებებსა და მუშაობაზე. ადგენს სამუშაო გეგმას, რომელსაც ამტკიცებს სკოლის დირექტორი; დადგენილი წესის თანახმად, აწარმოებს მუშაობის აღრიცხვას, რომლის საფუძველზე ხელმძღვანელობას წარუდგენს შესრულებული სამუშაოს სრულ ანგარიშს.
ბიბლიოთეკარი პერიოდულად იმაღლებს კვალოფიკაციას სპეციალურ კურსებსა და სემინარებზე, აგრეთვე დამოუკიდებელი მუშაობით.
21. ბიბლიოთეკარი პასუხისმგებელია ბიბლიოთეკის ფონდის ფორმატირებასა და მიზანშეწონილად გამოყენებაზე, მისი დაცვის უზრუნველყოფაზე, კითხვასა და წიგნბრუნვის ორგანიზაციაზე და ტექნოლოგიური ციკლების მეთოდიკურად სწორად ჩატარებაზე.
22. სახელმწიფო სასწავლო დაწესებულებებში ბიბლიოთეკართა საშტატო ერთეულების რაოდენობა განისაზღვრება განათლების სამინისტროს შესატყვისი ნორმატიული აქტის შესაბამისად.
23. სკოლის ბიბლიოთეკა ხელმძღვანელობს იმ სამართლებრივ ბაზას,რომელიც შექმნილია ქვეყნად საბიბლიოთეკო საქმის შესახებ და საერთოდ შრომის კანონმდებლობითი დოკუმენტებით. იგი ითვალისწინებს მეთოდური ცენტრების მითითებას, მათ გადაწყვეტილებებს, ასრულებს ზემდგომი ორგანოების განკარგულებასა და ბრძანებებს.
24. სკოლის ბიბლიოთეკა თავის საქმიანობის სრულყოფისათვის კავშირს ამყარებს ცენტრალურ პედაგოგიურ სამეცნიერო, რესპუბლიკურ საბავშო და რეგიონის ყველა უწყების ბიბლიოთეკებთან, სკოლის გარეშე განათლების დაწესებულებებსა და ორგანიზაციებთან, მჭიდრო კონტაქტი აქვს წიგნის მოყვარულთა საზოგადოებასთან, პედაგოგებსა და მშობლებთან, ბიბლიოთეკათმცოდნეობასა და ბიბლიოგრაფიის სამეცნიერო ცენტრთან.
25. სკოლის ბიბლიოთეკასთან იქმნება საბიბლიოთეკო საბჭო, რომელშიც შედიან როგორც ხელმძღვანელობის წარმომადგენლები, ისე პედაგოგები, მაღალი კლასის მოსწავლეები და მშობლები. ყალიბდება საბიბლიოთეკო აქტი, რომელიც ხელს უწყობს ბიბლიოთეკას მუშაობის სრულყოფილად წარმართვაში
26. სკოლის ბიბლიოთეკის მუშაობას აკონტროლებს სკოლის ადმინისტრაცია. პედაგოგიური საბჭო, საბიბლიოთეკო საბჭო და განათლების ზემდგომი ორგანოები.
27. ყველა სასწავლო წლის დასაწყისისათვის ხდება ბიბლიოთეკის მზადყოფნის მდგომარეობის შესწავლა მუშაობის სრულყოფისათვის საჭირო ღონისძიებების განსახორციელებლად.
სასკოლო ბიბლიოთეკის მატერიალურ – ტექნიკური ბაზა
28. სკოლის ბიბლიოთეკის მატერიალურ –ტექნიკური ბაზა უზრუნველყოფილია იმ სუბსიდიებით, რომელიც არსებობს სკოლისათვის და რომელშიც გათვალისწინებულია
ბიბლიოთეკის მუშაობის ფინანსური უზრუნველყოფაც.
29. ბიბლიოთეკას შექმნილი აქვს ფიზიკური პირობები წიგნების, პერიოდიკის, აუდიო-ვიზუალური საშუალებებისა და ბიბტექნიკის განთავსებისათვის, უზრუნველყოფილია სათანადო ავეჯითა და მოწყობილიბებით. მასზე განპირობებულია, სათანადო სანიტარულ- ფიგიენური ნორმების დაცვით, შესაფერისი სათავსო ფონდების დაცვისა და მკითხველთა მომსახურებისათვის. ბიბლიოთეკარისათვის სამუშაო პირობების შესაქმნელად.
30. კოორდინირების გზით ბიბლიოთეკა იყენებს იმ ტექნიკურ საშუალებებს, რომელიც სკოლას გააჩნია საერთო მოხმარებისათვის: კომპიუტერი, აუდიოვიზუალური საშუალებები, ტრანსპორტი.
31. სკოლის ბიბლიოთეკა იღებს მატერიალურ დახმარებასა და შეწირულობებს სხვადასხვა ორგანიზაციებისა და ცალკეული პირობებისაგან უშუალოდ ბიბლიოთეკის საჭიროებისათვის.
32. სკოლის ბიბლიოთეკის სათავსოს გამოყენება არაშესაბამისი მიზნით დაუშვებელია.

                                                                                                                                                  

სკოლა–ლიცეუმის ,,ცოდნა“ წიგნადი ფონდი მოიცავს 2252 ეგზემპლიარს.მასში შედის როგორც სასკოლო სახელმძღვანელები, ასევე მეთოდური, მხატვრული, სამეცნიერო და საბავშვო ლიტერატურა

ბიბლიოთეკარი  

                                                                                    სასკოლო ბიბლიოთეკის ამოცანები
სასკოლო ბიბლიოთეკა წარმოადგენს საგანმანათლებლო პროცესის განუყოფელ ნაწილს.
მოწოდებულია რა ხელი შეუწყოს განათლების, საინფორმაციო საქმიანობის უნარ-ჩვევების გამომუშავებას, სწავლებისა და თვითგანვითარების, აგრეთვე კულტურის გაცნობისა და დაცვის ამოცანებს, სასკოლო ბიბლიოთეკა მოწოდებულია შეასრულოს შემდეგი ამოცანები:
1. ხელი შეუწყოს სკოლის წინაშე არსებული ამოცანების გადაჭრას, რომელიც ჩამოყალიბებულია სკოლის კონცეფციასა და სასკოლო პროგრამაში;
2. განავითაროს ბავშვებში კითხვისა და სწავლის უნარ-ჩვევები, აგრეთვე ბიბლიოთეკით სარგებლობის მოთხოვნილება ცხოვრების მანძილზე;
3. მისცეს მოსწავლეებს ინფორმაციის შექმნისა და გამოყენების საშუალება როგორც ცოდნის მიღების, გაგებისა და წარმოსახვის, ასევე მათი ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილების მიზნით;
4. ხელი შეუწყოს მოსწავლეებს ინფორმაციის კრიტიკულ შეფასებასა და გამოყენებაში, მიუხედავად ინფორმაციის საშუალებებისა და სახეებისა; ყოველმხრივ წაახალისოს მოსწავლეები ინფორმაციის საშუალებებით მიღებული მონაცემების პრაქტიკაში გამოყენებისათვის, ამასთან მთავარი ყურადრება მიექცეს კომუნიკაციის საშუალებებს საზოგადოების შიგნით;
5. უზრუნველყოს ადგილობრივ, რეგიონალურ, ეროვნულ და საერთაშორისო რესურსებთან ხელმისაწვდომობა, აგრეთვე გამოიყენოს ყველა საშუალება, რომლებიც მოსწავლეებს გააცნობს სხვადასხვა იდეებს, მოსაზრებებსა და გამოცდილებებს;
6. ორგანიზება გაუკეთოს ისეთ ღონისძიებებს, რომლებიც ხელს შეუწყობს მოსწავლეთა კულტურულ და სოციალურ თვითშეგნებას, იმოქმედებს მათ ემოციურ განვითარებაზე;
7. სკოლის წინაშე არსებული ამოცანების რეალიზაციის მიზნით თანაბრად იმუშაოს როგორც მოსწავლეებთან, ასევე პადაგოგებთან, ადმინისტრაციასთან და მშობლებთან;
8. ყოველმხრივ დაიცვას იდეა და აზრი იმის შესახებ, რომ ინფორმაციასთან საყოველთაო ხალმისაწვდომობა და ინტელექტუალური თავისუფლება წარმოადგენს მნიშვნელოვან წინაპირობას დემოკრატიულ პრინციპებზე დამყარებული აქტიური სამოქალაქო პოზიციის აღზრდისათვის;
9. პროპაგანდა გაუწიოს კითხვას, სკოლის ბიბლიოთეკის რესურსებსა და სამსახურს როგორც სკოლის პირობებში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

   

  
















© Tofa