შინაგანაწესი

. თბილისის სკოლ-ლიცეუმ ,,ცოდნა”-ს                     

 

ახალი შინაგანაწესი

მუხლი I. ზოგადი დებულებები

 

1.             შინაგანაწესი შედგენილია ,,საქართველოს კონსტიტუციის”,  საქართველოს კანონების: ,,ზოგადი განათლების შესახებ”, ,,შრომის კოდექსისა” სხვა სამართლებრივი აქტების, მათ შორის:   საფუძველზე.

2.             შინაგანაწესის მიზანია განსაზღვროს:

•               სკოლის შიგნით მოქმედი სამართლებრივი რეგულაციების სისტემა,:

•               სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის ეფექტურად მართვის მექანიზმები;

•               სასწავლო პროცესის მონაწილეთა უფლებამოსილება;

•               სკოლასა და მოსწავლეთა მშობლებს (ან მათ კანონიერ წარმომადგენლებს) შორის ურთიერთობათა პირობები.

 

მუხლი II. თანამშრომელთა მიღების, გადაყვანისა და დათხოვნის წესი

 

1.             სამუშაოზე მიღებისას სკოლის ადმინისტრაცია ვალდებულია მისაღებ პირს მოსთხოვოს:

•               განცხადება სამსახურში მიღების თაობაზე

•               შრომის წიგნაკის წარმოდგენა, არქონის შემთხვევაში კი, რეკომენდაცია უკანასკნელი საქმიანობის ადგილიდან;

•               კადრების აღრიცხვის ფურცელი;

•               შესაბამისი დოკუმენტები განათლების ან პროფესიული მომზადების შესახებ;

•               სამედიცინო დასკვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;

•               პირადობის მოწმობა და რეგისტრაციის ადგილი.

2.             სკოლაში სამუშაოდ მიღებულ ყველა თანამშრომელთან სკოლის დირექტორი აფორმებს ხელშეკრულებას, რომელშიც უნდა აღინიშნოს თანამდებობა, თანამდებობრივი სარგო, სამუშაო დრო და ადგილი,  უფლებამოსილება- ვალდებულებები და დავის წარმოშობის შემთხვევაში-- გასაჩივრების მექანიზმები. 

3.             ხელშეკრულება  ფორმდება  გამოსაცდელი  ვადით,  არაუმეტეს  ექვსი  თვისა,  ხოლო  ამ ვადის  გასვლის  შემდეგ  სახელშეკრულებო  დროით.                                          შენიშვნა: სკოლის ადმინისტრაცია უფლებამოსილია, ბრძანების საფუძველზე,  პროფესიული დაოსტატების მიზნით, კონკრეტულ პირთან შეთანხმებით, შტატგარეშე  იყოლიოს  რეზერვი ან მაძიებელი  (,,სტაჟიორი”)  მასწავლებელი.

4.             თამანშრომლის მიღებისას სკოლის ადმინისტრაცია ვალდებულია:

•               გააცნოს მას შინაგანაწესი.

•               ინსტრუქტაჟი ჩაუტაროს შრომის დაცვის, უსაფრთხოების ტექნიკის, საწარმოო სანიტარიისა და ჰიგიენის, ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების საკითხებისა და ბავშვთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ.

5.             თითოეულ თანამშრომელზე გახსნილია პირადი საქმე, რომელშიც ინახება კადრების აღრიცხვის პირადი ფურცელი, ავტობიოგრაფია, პირადობისა და განათლების  დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები, სამედიცინო დასკვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ხელშეკრულება სამუშაოზე დანიშვნის შესახებ; გადაყვანის, წახალისების და გათავისუფლების შესახებ ბრძანებათა ასლები. პირადი საქმეები ინახება სკოლაში. სერთიფიკატები, წახალისებები და სხვა;

6.             თანამშრომელს უფლება აქვს მოშალოს დადებული შრომის ხელშეკრულება, მაგრამ ამის შესახებ არანაკლებ 30 კალენდარული დღით ადრე, წერილობით უნდა გააფრთხილოს ადმინისტრაცია,

7.             გაფრთხილების აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, მას უფლება აქვს შეწყვიტოს მუშაობა, ხოლო სკოლის ადმინისტრაცია ვალდებულია მისცეს მას შრომის წიგნაკი და გაუსწოროს ანგარიში. (გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა)

8.             ვადიანი შრომითი ხელშეკრულების ვადამდე მოშლა შესაძლებელია თანამშრომლის მოთხოვნით: მისი ავადმყოფობის ან ინვალიდობის გამო, აგრეთვე ადმინისტრაციის მიერ შრომის კანონმდებლობის დარღვევის ან სხვა საპატიო მიზეზების გამო.

9.             შრომის ხელშეკრულების მოშლა ფორმდება სკოლის დირექტორის  ბრძანებით.

10.          პედაგოგთა სამუშაოდან დათხოვნა რეგულირდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად..

11.          დაუშვებელია დათხოვნა, შვებულების ან დროებით შრომის უნარიანობის დაკარგვის დროს.

 

 

 

 

 

 

მუხლი III ადმინისტრაციის ძირითადი მოვალეობანი

 

სკოლა-ლიცეუმის  ადმინისტრაცია ვალდებულია:

 

1.             მზრუნველთა საბჭოსთან შეთანხმებით განსაზღვროს სკოლის განვითარების  პოლიტიკა და სტრატეგია, შეიმუშავოს ბიუჯეტი, შეასრულოს თანამდებობრივი ინსტრუქციებით მათზე დაკისრებული მოვალეობანი.

2.             შექმნას ობიექტური და დემოკრატიული შეფასების სისტემა: სკოლის, პედაგოგთა, მოსწავლეთა და სასწავლო პროცესის მონიტორინგისა და სრულყოფის მიზნით.

3.             ზედამხედველობა გაუწიოს სასწავლო –აღმზრდელობით პროცესს, პასუხი აგოს მის ორგანიზებასა და ხარისხზე.

4.             ხელი შეუწყოს კანონის უზენაესობის დამკვიდრებას და იმოქმედოს კანონიერების ფარგლებში

5.             აკონტროლოს სკოლის თანამშრომელთაA მიერ  მათზე დაკისრებულ მოვალეობათა  შესრულება. დროულად გამოიყენოს ზემოქმედების ღონისძიებები დამრღვევთა მიმართ;

6.             შექმნას პედაგოგთა შემოქმედებითი და სამეცნიერო მოღვაწეობისთვის ხელშემწყობი გარემო, მოაწყოს წარმატებული გამოცდილების შესწავლა, გავრცელება და დანერგვა:

7.             იზრუნოს სკოლის თანამშრომლებს, მშობლებსა და მოსწავლეებს შორის ჰარმონიული, უკონფლიქტო გარემოს ფორმირებაზე.

8.             მხარი დაუჭიროს და განავითაროს პედაგოგთა ინიციატივა და აქტივობა, უზრუნველყოს სკოლის მართვაში მათი მონაწილეობა.

9.             შეიმუშავოს სტიპენდიების, პრემიების, დასაჩუქრებისა და სხვა ჯილდოების გაცემის წესი და პირობები;

10.          შექმნას სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის  უსაფრთხო გარემო.

11.          უზრუნველყოს დამტკიცებული ბიუჯეტის მიხედვით,  მუშაკთა შრომის ანაზღაურების პირობებისა და ხელფასის ფონდის დაცვა.

12.   გასცეს ხელფასი დადგენილ ვადებში, (არაუგვიანს მომდევნო თვის 20 რიცხვისა, გარდა ფორს-მაჟორული სიტუაციისა).

 

მუხლი IV. სამუშაო დრო და პირობები

 

1.             სასწავლო წლის ხანგრძლივობა და სასწავლო რეჟიმი განისაზღვრება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ რეკომენდებული გრაფიკით:

   167/ II-XI-150/I-XII სასწავლო დღით, ხუთდღიანი სამუშაო კვირითა და ორი დასვენების დღით.

2.        პედაგოგთა კვირეული სამუშაო დრო განისაზღვროს ფორმულით: კვირეული დატვირთვა გამრავლებული ორზე.

3.             პედაგოგი ვალდებულია სამუშაო ადგილზე გამოცხადდეს გაკვეთილის დაწყებამდე 15 წუთით ადრე და დარჩეს ამ მუხლის ,,2”  პუნქტის შესაბამისად, ყოველდღიური საათობრივი ნორმატივის გათვალისწინებით.

4.             პედაგოგის პროფესიული განვითარებისა და დაოსტატების მიზნით დახარჯუ;ლი დრო (პროფესიული განვითარების აკრედიტებული პროგრამები) ჩაითვალოს სამუშაო დროთ .

5.             ადმინისტრაციის და სხვა თანამშრომელთა სამუშაო დრო განისაზღვროს კანონმდებლობოთ დადგენილი წესით. (40-41 საათი კვირაში)

6.             სასწავლო პროცესის ორგანიზებასთან დაკავშირებულ თანამდებობრივ ინსტრუქციებსა და  ფუნქციებს, განსაზღვრავს სკოლის დირექტორი შესაბამისი განკარგულებით.

7.             გაკვეთილების ცხრილს, დღის რეჟიმსა და სამუშაო დღის ხანგრძლივობას თითოეული მუშაკისათვის, განსაზღვრავს ადმინისტრაცია და ამტკიცებს სკოლის დირექტორი.

8.             გაკვეთილების ცხრილისა და სამუშაო Gგრაფიკის თვითნებურად შეცვლა დაუშვებელია.

9.             საწარმოო თათბირზე, კათედრისა და პედაგოგიური საბჭოს სხდომაზე დასწრება სავალდებულოა.

10.          დასვენების დღეები და კუთვნილი შვებულება განისაზღვრება კანონმდებლობით და დამფუძნებლის გადაწყვეტილებით.

11.          არდადეგების დაწყებისას დირექტორი გამოსცემს ბრძანებას და განსაზღვრავს   პედაგოგთა სამუშაო დროს და ღონისძიებათა განრიგს.

               

 

 

მუხლი V. დირექტორის განკარგულებათა თანამშრომლებამდე დაყვანის  წესი

 

1. დირექტორის განკარგულება თანამშრომლებამდე დაიყვანება  განკარგულების თვალსაჩინო ადგილზე გამოკვრით, საწარმოო თათბირზე განცხადებით  ან  ადმინისტრაციის წევრთა მეშვეობით.

 

 

 

მუხლი VI.  სკოლა-ლიცეუმის  დირექტორის ძირითადი მოვალეობანი

 

1. ა) მასწავლებელი, პროფესიული ვალდებულების შესრულებისას,  დამოუკიდებელი, კეთილსინდისიერი და მიუკერძოებელი უნდა იყოს.

ბ) პედაგოგიური საქმიანობის განხორციელებისას  ხელმძღვანელობდეს   საქართველოს კანონმდებლობითა და  ეთიკის კოდექსის ნორმებით.

გ) ხელს უწყობდეს მოსწავლეებში  დემოკრატიული და პატრიოტული ღირებულებების ჩამოყალიბებას.

დ) თავისი პროფესიული საქმიანობისას, სამართლიანობის, ურთიერთპატივისცემის,  ადამიანის უფლებათა დაცვის,  ჯანსაღი ცხოვრების წესისა  და გარემოს დაცვის მაგალითს აძლევდეს  მოსწავლეებს.

ე) იცავდეს მოსწავლეებთან, მშობლებთან, მასწავლებლებსა და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირებთან დაკავშირებული ინფორმაციის კონფიდენციალობას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ვ)  თავისი საქმიანობისას იყოს   ყოველთვის პუნქტუალური დაეცვას მოწესრიგებულად.

ზ)   მეტყველებდეს ეთიკური ნორმების შესაბამისად, გამართული და მოსწავლეებისათვის გასაგები ენით.

თ) ეფექტურად იყენებდეს პედაგოგიური საქმიანობისთვის განკუთვნილ დროს, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული  სასწავლო მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად.

ი) უნდა უფრთხილდებოდეს სკოლის ქონებას და მიზანმიმართულად იყენებს სკოლის რესურსებს.

ქ) იჩენდეს თანაბარ ყურადღებას  ყველა მოსწავლის მიმართ,  განურჩევლად სქესის, რასის, ენის, რელიგიის, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, ქონებრივი მდგომარეობის ან სხვა ნიშნისა და ზრუნავდეს, რომ ყველა მოსწავლემ მიიღოს ხარისხიანი განათლება, მათი  სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისა თუ შეზღუდული შესაძლებლობის მიუხედავად.

 

 

2. ა) მასწავლებელი უნდა თანამშრომლობდეს მოსწავლის მშობელთან და, საჭიროების შემთხვევაში, აწყობდეს  მასთან  ინდივიდუალურ შეხვედრებს.   

ბ) ყოველი სასწავლო სემესტრის დასაწყისში მასწავლებელი  განმარტებებს უნდა აძლევდეს მშობლებს სასწავლო გეგმისა და მის მიერ არჩეული სწავლების მეთოდების შესახებ.

გ) მოთხოვნისა და საჭიროების შესაბამისად,  მშობელს დროულად და ინდივიდუალურად აწვდიდეს ინფორმაციას მოსწავლის აკადემიური მოსწრების შესახებ.               

დ) თუ ის კლასის დამრიგებელია,  აქვს ყველა მშობლის  საკონტაქტო ინფორმაცია, რათა, საჭიროების შემთხვევაში, დროულად შეძლოს მშობელთან დაკავშირება.

ე) ატყობინებდეს მშობელს მოსწავლის დისციპლინური დარღვევის შესახებ და ხელს უწყობდეს მის ჩართვას სკოლის შინაგანაწესით განსაზღვრულ დისციპლინურ  წარმოებაში.           

ვ) დაუყონებლივ უზრუნველყოფდეს მშობლის ინფორმირებას, თუ მოსწავლე არ გამოცხადდება სკოლაში, ან მის ჯანმრთელობას და პირად უსაფრთხოებას საშიშროება  დაემუქრება.

 

3. ა) მასწავლებელი თანაბარი პატივისცემით უნდა ეპყრობოდეს სკოლის დირექციას, მასწავლებლებსა და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირებს, მიუხედავად მათი პროფესიული გამოცდილებისა თუ  პიროვნული თავისებურებებისა.

ბ) უზიარებდეს შეძენილ ცოდნასა და გამოცდილებას კოლეგებს და თანამშრომლობდეს მათთან.  

გ) თანამშრომლობდეს სკოლის მანდატურთან და ითვალისწინებდეს მის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას.

დ) თანამშრომლობდეს სკოლის დირექციასთან და თავისი წვლილიშეიტანოს სკოლის განვითარებისათვის დაგეგმილ ღონისძიებებში.

ე)იცავდეს მასწავლებლის ეთიკის კოდექს.

 

 

  1. 4.                    სადამრიგებლო პროგრამის ზოგადი პრინციპები

საქართველოში მიმდინარე საგანმანათლებლო რეფორმების ფონზე  სკოლებში სასწავლო პროცესის უკეთ ორგანიზებისა და წარმართვის მიზნით, ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად ჩამოყალიბდა სადამრიგებლო პროგრამა, გამოიკვეთა კლასის დამრიგებლების როლი და დანიშნულება მოზარდის სრულყოფილ მოქალაქედ ჩამოყალიბებისა და მისი მიზანმიმართული აღზრდის პროცესში.

სკოლის სადამრიგებლო პროგრამა ეფუძნება საქართველოს კანონში _  ზოგადი განათლების შესახებ, მოცემულ მიზნებსა და ამოცანებს და შექმნილია მასწავლებელთა ეთიკის კოდექსის საფუძველზე.მასში ჩამოყალიბებული ზოგადი პრინციპები ხელს უწყობს მოზარდში დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბებას, ჯანსაღი ცხოვრების წესის დაფუძნებას, ისეთი უნარ-ჩვევების განვითარებას, რომელიც შექმნის წინაპირობას სწორად გაიაზროს და განავითაროს საკუთარი შესაძლებლობები.

კლასის დამრიგებელი მოიაზრება მოსწავლის მრჩევლად, რომელიც ეხმარება მას სკოლაში უკეთ მოღვაწეობასა და საკუთარი ინტერესების სფეროს აღმოჩენაში, შემოქმედებითი თუ ინტელექტუალური უნარ-ჩვევების გამოვლენაში, ისეთი იდეალებისა და ცხოვრებისეული პრინციპების ჩამოყალიბებაში, რომელიც მოსწავლეს ხელს შეუწყობს შეიცნოს საკუთარი პიროვნება და პატივი სცეს სხვათა პიროვნულ თვისებებს.

 

დამრიგებელს ევალება:

 

ა)             სადამრიგებლო დოკუმენტაციის წარმოება;

ბ)            მოსწავლეთა აღრიცხვის ყოველდღიური წარმოება და კონტროლი (დაგვიანებები, საპატიო და არასაპატიო გაცდენები);

გ) მოსწავლეთა დასწრების შესახებ ინფორმაციის ყოველკვირეული ასახვა სკოლის ოფიციალურ დოკუმენტში (სასკოლო ჟურნალში)

დ) სასწავლო წლის დასაწყისშივე მოსწავლისა და მშობლის ინფორმირება მოსწავლის გაკვეთილების გაცდენის შედეგად მოსალოდნელი სავარაუდო შედეგების შესახებ;

ე) მოსწავლეთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოება სასწავლო პროცესის დროს;

ვ) დაეხმაროს მოსწავლეებს შემოქმედებითი ნიჭის გამოვლენაში, მისცეს მათ საკუთარი აზრის დაფიქსირების საშუალება და გამოუმუშავოს კრიტიკული აზროვნების უნარი;

ზ) გაითვალისწინოს თითეული მოსწავლის ინდივიდუალურობა;

თ) დაიცვას მოსწავლეთა ინტერესები, არ დაუშვას მათი დამცირება, ან ფიზიკური შეურაცხყოფა;

ი) მოაწესრიგოს სადამრიგებლო ოთახი (კაბინეტი), შეავსოს ის თვალსაჩინოებებით (იმ შემთხვევაში თუ მოსწავლე დააზიანებს ან გატეხს სასკოლო ინვენტარს, მოითხოვოს მშობლისგან მატერიალური ზარალის ანაზღაურება);

კ) მოსწავლის დახმარება აკადემიური თუ სხვა პრობლემების გადაჭრაში;

ლ)მოსწავლეთა წახალისება სხვადასხვა კლასგარეშე მუშაობის წარმართვაში _ კლუბებში, წრეებში ჩართულობა;

მ) მოსწავლეს, მშობლებსა და მასწავლებლებს შორის შუამავლობა პრობლემების (გაცდენები, აკადემიური მოსწრება, ყოფაქცევა) წარმოქმნის შემთხვევაში;

ნ) მშობლებისთვის შვილის ყოფაქცევისა და აკადემიური მიღწევების გაცნობა მინიმუმ თვეში ერთხელ;

 

ო) კლასის დამრიგებელი პასუხისმგებელია საკლასო ჟურნალის შენახვაზე და წარმოებაზე: აკონტროლებს რომ ჟურნალი არ გაიტანონ სკოლის ტერიტორიიდან (გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა);

პ) კლასის დამრიგებელი ვალდებულია სკოლაში გამოუცხადებლობის შემთხვევაში ინფორმაცია ერთი დღით ადრე მიაწოდოს სკოლის დირექციას.

სადამრიგებლო პროგრამის ძირითადი მიმართულებები

 

 

 

1. ა) მოსწავლე უნდა იყოს ყოველთვის თავაზიანი მასწავლებელთან და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირთან ურთიერთობაში და არ აყენებდეს  მათ რაიმე სახის შეურაცხყოფას.

ბ) ემორჩილებოდეს სკოლის დირექტორის, მასწავლებლის, სკოლაში დასაქმებული სხვა პირისა და მანდატურის კანონიერ მითითებებს

2. ა) მოსწავლე თავაზიანად უნდა ეპყრობოდეს სხვა მოსწავლეებს, თავს იკავებდეს მათთან ძალადობის მუქარისგან,  ცილისმწამებლური ან დამცინავი განცხადებებისაგან და არ აყენებდეს მათ რაიმე  სახის შეურაცხყოფას.

 

3. მოსწავლე სკოლაში ცხადდება სკოლა-ლიცეუმისათვის შესაფერისი სამოსითა და აქსესუარებით.

 

4. ა) მოსწავლე დროულად უნდა ცხადდებოდეს გაკვეთილზე ან სკოლის მიერ ორგანიზებულ სხვა საგანმანათლებლო ღონისძიებაზე.

ბ) გაკვეთილზე ყოფნისას, მოსწავლეს უნდა ჰქონდეს   სასწავლო პროცესისათვის აუცილებელი  ნივთები.

გ) უნდა გამოხატავდეს აზრებს და შეხედულებებს სხვა პირთა უფლებების შელახვის გარეშე. 

დ)  არ უნდა  იყენებს მობილურ ტელეფონს ან სხვა ტექნიკურ საშუალებებს სასწავლო პროცესის დროს, არასასწავლო მიზნით.

ე)  ხელს არ უნდა უშლიდეს მასწავლებელსა და სხვა მოსწავლეებს, სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას.

ვ)  პატივს უნდა სცემდეს სხვის აზრსა და აკადემიურ ნაშრომს, სხვისი ინტელექტუალური საქმიანობის შედეგად შექმნილ პროდუქტს არ ასაღებს თავისად.

ზ) არ უნდა ეწეოდეს რელიგიურ და პოლიტიკურ პროპაგანდას.

თ)   არ უნდა  ტოვებდეს გაკვეთილს მასწავლებლის ნებართვის გარეშე.

ი) უნდა უფრთხილდებოს და არ აზიანებს საკუთარ, სხვა პირთა და სკოლის ქონებას.

კ) იცავდეს სისუფთავეს სკოლაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე.

ლ) დაუბრუნოს სასწავლო წლის დასასრულს სკოლას  ბიბლიოთეკიდან გატანილი ყველა წიგნი.

მ) უნდა უფრთხილდებოდეს სკოლის შენობას, მასში არსებულ მოწყობილობებს და აღჭურვილობას და დაზიანების შენთხვევაში აღადგინოს იგი თავად ან სხვათა დახმარებით.

 ნ)  პასუხს უნდა აგებდეს სამართალდამცავი ორგანოების წინაშე მის მიერ სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის; სკოლაში იარაღის, ალკოჰოლური ან ნარკოტიკული საშუალებების შემოტანის შემთხვევაში.

ო) უნდა აკონტროლებდეს საკუთარ მეტყველებას, ქცევას და მანერებს, არა მხოლოდ სკოლის ტერიტორიაზე, არამედ სკოლის მიერ ორგანიზებული ნებისმიერი ღონისძიების მიმდინარეობისას.

 

5. მოსწავლე არ ცხადდება სკოლაში შემდეგი ნივთებით:

ა) თამბაქოს ნაწარმი;

ბ) ყველანაირი სახის იარაღი ან ისეთი ბასრი ნივთები, რომლებიც შეიძლება გამოყენებული იქნას იარაღად;

გ) სანთებელა ან ასანთი;

დ) ალკოჰოლური საშუალებები;

ე) ტექნიკური საშუალებები, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს სასწავლო პროცესს;

ვ) ძვირადღირებული ნივთები ან დიდი ოდენობის ფული;

ზ) აზარტული თამაშის საშუალებები;

თ) უხამსობის ამსახველი ნივთები;

ი) ნარკოტიკული საშუალებები;

კ) ასაფეთქებელი და მომწამლავი ნივთიერებები.

ლ) ფსიქოტროპული საშუალებები, ექიმის შესაბამისი ნებართვის გარეშე.

 

პასუხისმგებლობის თავიდან აცილება  განიხილება როგორც ქცევის კოდექსის და სკოლის შინაგანაწესის დარღვევა და ითვალისწინებს დისციპლინურ სასჯელს.

 

 

მუხლი XIV. მოსწავლის  წახალისება წარმატებისათვის

 

1.             სანიმუშო ყოფაქცევის, სწავლაში მიღწეული მაღალი შედეგების და სხვა საქმიანობაში მოპოვებული წარმატებისთვის მოსწავლე ჯილდოვდება:

•               სტიპენდიით გარკვეული ვადით;

•               სიგელით;

•               დიპლომით;

•               ფულადი პრემიით;

•               და სხვა ჯილდოებით.

 

მუხლი XV. მოსწავლისათვის შეუფერებელი ქცევის შედეგები

 

მოსწავლის მიერ ქცევის კოდექსის, სკოლის შჳნაგანაწესის და სკოლის ადმინისტრაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების დარღვევისა და სკოლის თანამშრომლების დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, შინაგანაწესი ითვალისწინებს გარკვეულ დისციპლინარულ ზომებს:

ა) მშობელთან დაკავშირება და თათბირი:

გულისხმობს რაიმე ინციდენტისთანავე კლასის დამრიგებლის დაკავშირებას მოსწავლის მშობელთან, მასთან გასაუბრებას და შესაბამისი ოფიციალური ჩანაწერის გაფორმებას, რაც დასტურდება მშობლის ხელის მოწერით;

ბ)            გასაუბრება დირექტორთან:

 გულისხმობს მოსწავლის შეხვედრას დირექტორთან, მოსწავლის პირად   საქმეში ჩანაწერის გაფორმებას დისციპლინური გადაცდომისა და  შესაბამისი სასჯელის ზომის შესახებ;

 გ)        საყვედურის გამოცხადება:

გულისხმობს  მოსწავლისათვის  ბრძანებით საყვედურის  გამოცხადებას;

დ)       გამოსაცდელი ვადის დაწესება.:

გულისხმობს არასათანადო ქცევის შემთხვევაში, მისთვის გამოსაცდელი ვადის  დაწესებას       და  დამრიგებლისა და მშობლის მკაცრი ზედამხედველობის ქვეშ ყოფნას.

 ე)       სკოლის სერვისით სარგებლობის პრივილეგის ჩამორთმევა:

გულისხმობს ქცევის კოდექსის დარღვევისას სკოლის ცალკეული სერვისით სარგებლობით უფლების ჩამორთმევას. მაგალითად, კომპიუტერული ქსელი, ინტერნეტი,  ექსკურსიაზე წასვლის უფლება და ა.შ.

ვ)        ზარალის ანაზღაურება:

გულისხმობს თანხის გადახდას, თუ შესაძლებელია დამტკიცდეს და შეფასდეს მიყენებული ზარალი, ან  მოსწავლის მშობლის მიერ დაზიანებული ნივთის ან ინვენტარის შეცვლას ახლით.

ზ)         საზოგადოებრივი სამუშაო:

გულისხმობს საზოგადოებისათვის სასარგებლო სამუშაოს, როგორიცაა: სკოლის ეზოსა და შენობის გასუფთავება, ნარგავების მოვლა, დაზიანებული ინვენტარის შეკეთება და სხვა და ეკისრება მოსწავლეს მხოლოდ მშობლის თანხმობით. დაწყებითი საფეხურის მოსწავლისათვის დღეში მხოლოდ 1 საათის ოდენობით,დამრიგებლის ზედამხედველბით,საბაზო საფეხურის მოსწავლისათვის დღეში 2 საათის ოდენობით, დამრიგებლის ზედამხედველობით და საშუალო საფეხურის მოსწავლისათვის დღეში 3 საათის ოდენობით დამრიგებლსი და კლსაგარეშე–აღმზრდელობითი მუშაობის მენეჯერის ზედამხედველობით.

თ) აკრძალული ნივთების კონფისკაცია

•               გულისხმობს სკოლის ტერიტორიაზე  აკრძალული ნივთის (მობილური ტელეფონები და სხვა ტექნიკური საშუალებები, რომლებმაც შეიძლაბა ხელი შეუშალოს სასწავლო პროცესს, ლაზერები, იარაღი და ა.შ.)  ჩამორთმევას და მშობლისთვის ან სამართალდამცავი ორგანოებისათვის გადაცემას.

   ი)       სამართალდამცავი ორგანოებისთვის გადაცემა

 გულისხმობს: მოსწავლის მიერ  სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის, სკოლაში იარაღის, ალკოჰოლური ან ნარკოტიკული საშუალებების შემოტანის შემთხვევაში სკოლიდან დათხოვნას და სამართალდამცავ ორგანოებისთვის გადაცემას.

კ)        ფიზიკური დასჯა

დაუშვებელია მოსწავლის ფიზიკური დასჯა და ფიზიკური ძალის გამოყენება დისციპლინარული ზომის სახით;

საჭირო ძალა, რომელიც გამოიყენება თავდაცვის ან სხვათა დაცვის მიზნით, არ შეიძლება ჩაითვალოს ფიზიკურ დასჯად.

ლ)       იკრძალება სკოლიდან დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლის გარიცხვა.

მ)       მოკლევადიანი ან გრძელვადიანი დათხოვნა

იგულისხმება მოსწავლის ჩამოშორება გაკვეთილებიდან ან სკოლის მიერ ორგანიზებული სხვა აქტივობებიდან.

სასჯელის ამ  ფორმის გამოყენება ექვემდებარება ქვემოთ მოცემულ წესებს:

•               გაკვეთილიდან მოსწავლის დათხოვნის უფლება აქვს პედაგოგს, მაგრამ იგი მოვალეა, მოსწავლეს მიუჩინოს ზედამხედველი: კლასის ხელმძღვანელი, კლასის მშობელი ან დირექტორის მიერ  განსაზღვრული სხვა პირი;

•               სკოლიდან მოკლევადიანი (5 დღემდე ) დათხოვნის უფლებამოსილება გააჩნია  სკოლის დირექტორს ან მის მოადგილეს, მას შემდეგ, რაც შეხვდებიან მშობელს და აცნობებენ მისი შვილის დათხოვნის მიზეზებს და ხანგრძლივობას.მოსწავლე ამ დღეებში სკოლის მზრუნველობის  ქვეშაა და სკოლაში დაბრუნების შემდეგ  ვალდებულია, ორი დღის განმავლობაში აანაზღაუროს გამოტოვებული მასალა;

•               გადაწყვეტილებას სკოლიდან გრძელვადიანი ( 5-დან 10 დღემდე )  დათხოვნის ან სკოლიდან გარიცხვის შესახებ ღებულობს სკოლის პედაგოგიური საბჭო.

მ) გაცდენის ტიპები და გაცდენებზე რეაგირება:

ოსწავლის მიერ გაკვეთილის/გაკვეთილების გაცდენა შეიძლება იყოს საპატიო ან არასაპატიო.

საპატიოდ ჩაითვლება გაცდენა, რომელიც გამოწვეულია: მოსწავლის ავადმყოფობით; სამედიცინო გამოკვლევებით; ახლო ნათესავის გარდაცვალებით; დაწყებით საფეხურზე მშობლის, ან მეურვის უუნარობით, მიიყვანოს მოსწავლე სკოლაში; მოსწავლის მოკლევადიანი მოგზაურობით, რომელიც 1 სასწავლო წლის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს; მოსწავლის ვალდებულებით გამოცხადდეს ოფიციალურ სახელმწიფო დაწესებულებებში; მოსწავლის ოჯახის წევრების ავადმყოფობისას, მოსწავლის მიერ მათზე ზრუნვის აუცილებლობით ან სხვა განსაკუთრებულ შემთხვევებში, როცა მოსწავლე იღებს მონაწილეობას ისეთ ღონისძიებაში, რომელიც ეხება მოსწავლის უნარებისა და ცოდნის გაღრმავებას ან წარმოჩენას.

საპატიოდ ითვლება ასევე გაცდენები, რომლებიც ეხება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეებს.

მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი წინასწარ აცნობებს დამრიგებელს მოსწავლის მიერ გაკვეთილის მოსალოდნელი გაცდენის თაობაზე.

იმისთვის, რომ გაცდენა მიჩნეულ იქნას საპატიოდ, მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი ვალდებულია მოსწავლის სკოლაში გამოცხადებიდან 5 დღის ვადაში წარმოადგინოს განცხადება, სადაც ის აღწერს მისი შვილის ან მეურვეობის/მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირის მიერ გაკვეთილის გაცდენის მიზეზებს.

გაცდენის საპატიოდ მიჩნევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სკოლის დირექტორი დამრიგებლის წარდგინების საფუძველზე. თუ დირექტორი გაცდენას მიიჩნევს არასაპატიოდ, მოსწავლის გაცდენის საკითხი განსახილველად გადაეცემა დისციპლინურ კომიტეტს, თუ მოსწავლე ან მისი კანონიერი წარმომადგენელი არ ეთანხმება დირექტორის გადაწყვეტილებას. საბოლოო გადაწყვეტილებად ითვლება

დისციპლინური კომიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მოსწავლის გაცდენის არასაპატიოდ მიჩნევის თაობაზე, რომელიც საჩივრდება სკოლის სამეურვეო საბჭოში ან სააპელაციო კომიტეტში, ასეთის არსებობის შემთხვევაში. მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ განცხადების წარმოდგენამდე ან თუ გაკვეთილის გაცდენა არ არის გამოწვეული ერთ-ერთი ზემოთჩამოთვლილი საპატიო მიზეზით, გაცდენა მიიჩნევა არასაპატიოდ, თუ მშობლი/კანონიერი წარმომადგენლი 5 დღეში არ წარმოადგენს შესაბამის განცხადებას.

დამრიგებელი ვალდებულია დასწრების წესების შესახებ ზუსტი ინფორმაცია მიაწოდოს მშობლებსა და/ან მოსწავლის კანონიერ წარმომადგენელს, რასაც ზედამხედველობას უწევს სკოლის დირექტორი.

თუ საბაზო ან საშუალო საფეხურის მოსწავლე 1 სასწავლო წლის განმავლობაში, რომელიმე საგანში არასაპატიო მიზეზით აცდენს საგნისთვის 1 სასწავლო წლის მანძილზე გათვალისწინებული საათების 1/4-ს, მოსწავლე ამ საგანს აბარებს ექსტერნატის ფორმით და მხოლოდ ასე გადადის შემდეგ კლასში/საფეხურზე ან რჩება იმავე კლასში. თუ საბაზო ან საშუალო საფეხურის მოსწავლე აცდენს გაკვეთილებს საპატიო მიზეზით და გაცდენების რაოდენობა შეადგენს კონკრეტული საგნისთვის 1 სასწავლო წლის მანძილზე გათვალისწინებული საათების 1/2-ს, მოსწავლე ამ საგანს აბარებს ექსტერნატის ფორმით და მხოლოდ ისე გადადის შემდეგ კლასში/საფეხურზე ან რჩება იმავე კლასში. ეს ნორმა არ ეხება შეზღუდული შესაძლებელობების მქონე მოსწავლეებს, რომლებიც შესაძლოა იღებდნენ საგანმანათლებლო მომსახურებას სახლის/საავადმყოფოს პირობებში და/ან სწავლობენ სკოლის მიერ დამტკიცებული ზოგადი განათლების მიღების ალტერნატიული ფორმით.

ამასთან, თუ საბაზო ან საშუალო საფეხურის მოსწავლის მიერ 1 სასწავლო წლის განმავლობაში რომელიმე საგანში საპატიო და არასაპატიო მიზეზით გაცდენილი გაკვეთილების ჯამური რაოდენობა შეადგენს ამ საგნისათვის 1 სასწავლო წლის მანძილზე გათვალისწინებული საათების 1/2-ს, მოსწავლე ამ საგანს აბარებს ექსტერნატის ფორმით და მხოლოდ ისე გადადის შემდეგ კლასში/საფეხურზე ან რჩება იმავე კლასში.

ნ) ფულადი ჯარიმის დაწესება მოსწავლის მიერ თამბაქოს, ალკოჰოლისა და ნარკოტიკების სკოლის ტერიტორიაზე შემოტანის და მოხმარებისათვის, ცივი იარაღის ტარება –შენახვისათვის(ასევე საახალწლო შუშხუნები და პიროტექნიკა), მობილური ტელეფონის  და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებისათვის, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს სასწავლო პროცესს.

მოსწავლე თამბაქოს სკოლის ტერიტორიაზე შემოტანის და მოხმარებისათვის ისჯება:

•         პირველ შემთხვევაში 10 (ათი) ლარი ჯარიმით, რომლის გადახდა ეკისრება მშობელს, მეურვეს ან მზრუნველს. თანხის გადახდის ვადაა 3 (სამი) სამუშაო დღე, წინააღმდეგ შემთხვევაში მოსწავლე გაირიცხება სკოლიდან.

•         მეორე შემთხვევაში 50 (ორმოცდაათი) ლარი ჯარიმით, რომლის გადახდა ეკისრება მშობელს, მეურვეს ან მზრუნველს. თანხის გადახდის ვადაა 4 (ოთხი) სამუშაო დღე, წინააღმდეგ შემთხვევაში მოსწავლე გაირიცხება სკოლიდან.

•         მესამე და მეტ შემთხვევაში 300 (სამასი) ლარი ჯარიმით, რომლის გადახდა ეკისრება მშობელს, მეურვეს ან მზრუნველს. თანხის გადახდის ვადაა 5 (ხუთი) სამუშაო დღე, წინააღმდეგ შემთხვევაში მოსწავლე გაირიცხება სკოლიდან.

ალკოჰოლისა და ნარკოტიკების სკოლის ტერიტორიაზე შემოტანა და მოხმარება და ცივი იარაღის(ასევე საახალწლო შუშხუნები და პიროტექნიკა) შენახვა-ტარება ისჯება:

•         პირველ შემთხვევაში 500 (ხუთასი) ლარი ჯარიმით, რომლის გადახდა ეკისრება მშობელს, მეურვეს ან მზრუნველს, თანხის გადახდის ვადაა 10 (ათი) სამუშაო დღე,  წინააღმდეგ შემთხვევაში მოსწავლე გაირიცხება სკოლიდან.მეორე შემთხვევაში მოსწავლე გაირიცხება სკოლიდან..  

მოსწავლე მობილური ტელეფონის და სხვა ტექნიკური საშუალებების გაკვეთილზე გამოყენებისათვის, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს სასწავლო პროცესს, ისჯება:

•               პირველ შემთხვევაში ჩამოერთმევა ტელეფონი დაუბრუნდება მშობელს, მეურვეს ან მზრუნველს, მიეცემა გაფრთხილება და მშობელიც იქნება ინფორმირებული.

•               მეორე შემთხვევაში ტელეფონი ჩამოერთმევა. ტელეფონი დაუბრუნდება მშობელს, მეურვეს ან მზრუნველს და დაჯარიმდება 50 ლარით. თანხის გადახდის ვადაა 10 (ათი) სამუშაო დღე, ჯარიმის არ გადახდის შემთხვევაში მოსწავლის საკითხს განიხილავს დისციპლინარული კომიტეტი (I-IX კლასები) ან სკოლის დირექცია (X-XII კლასები).

•               მესამე და შემდგომ შემთხვევაში ტელეფონი ჩამოერთმევა. დაჯარიმდება 300 ლარით და ტელეფონი დაუბრუნდება სემესტრის ბოლოს. თანხის გადახდის ვადაა 15 (თხუთმეტი) სამუშაო დღე, ჯარიმის არ გადახდის შემთხვევაში მოსწავლის საკითხს განიხილავს პედაგოგიური საბჭო (I-IX კლასები) ან სკოლის დირექცია (X-XII კლასები).

 

მუხლი  XVI. შეფასების სისტემა

 

1.             სკოლის ადმინისტრაცია პედაგოგიურ საბჭოებთან შეთანხმებით შეიმუშავებს:

•               სკოლის თვითშეფასების;

•               მოსწავლის ცოდნის შეფასების;

•               გაკვეთილის შეფასების;

•               პედაგოგთა შეფასების;

•               მოსწავლეზე და მასწავლებელზე დაკვირვების;

•               მონიტორინგისა და შედეგების დემონსტრირების წესს, მახასიათებლებსა და გაზომვად მაჩვენებლებს.

2.             მოსწავლის ცოდნის შეფასება წარმოებს ათბალიანი სისტემით. ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად.

 

 

 

 

 მუხლი XVII. სკოლა-ლიცეუმის შიდა კონტროლის განხორციელების წესი და ფორმები

 

1.             სკოლის შიდა კონტროლის სისტემას შეიმუშავებს დირექტორი და ასახავს მის მიერ გამოცემულ თანამდებობრივ ინსტრუქციებსა და სხვა ნორმატიულ აქტებში.

2.             სკოლის შიდა კონტროლის მექანიზმებია:

•               სასწავლო – აღმზრდელობითი პროცესის მიმდინარეობისა  და საგანმანათლებლო მიზნების შესრულების შესწავლა და შედეგების განხილვა საწარმოო თათბირზე, პედაგოგიურ და კათედრის სხდომებზე;

•               სამოდელო გაკვეთილების ორგანიზება - ჩატარება და პედაგოგთა მეთოდოლოგიებისა და გამოცდილების წარმოჩენა – განზოგადება;

•               დაკვირვება პედაგოგზე. რაც გამოიხატება: გაკვეთილზე დასწრებითა და მასზე დაკისრებულ მოვალეობათა შესრულების აღრიცხვით;

•               ცალკეულ საგნებში მოსწავლეთა მოსწრების პერიოდული მონიტორინგი, რაც გამოიხატება: შიდა სასკოლო წერის,  ტესტირების, კლასიდან კლასში გადასაყვანი გამოცდების, პროექტების მომზადება-პრეზენტაციის, სასკოლო ოლიმპიადებისა და კონფერენციების ორგანიზებითა და მისგან გამომდინარე შედეგების ანალიზით;

•               მოსწავლეთა და მშობელთა მიზნობრივი გამოკითხვითა და ანკეტირებით;

•               არასამთავრობო და დამოუკიდებელი ორგანიზაციების გამოკითხვის მასალების ანალიზით.

 

 

მუხლი XVIII.  სასკოლო ჟურნალის წარმოების წესი

 

1.             ა) ჟურნალი წარმოადგენს სკოლის ოფიციალურ დოკუმენტს, რომელიც ინახება

სკოლის დირექციაში, მესამე პირთაგან დაცულ ადგილას 5 წლის განმავლობაში;

ბ) ჟურნალის წარმოებაზე პასუხისმგებელია მასწავლებელი, ხოლო მასწავლებლის მიერ მოსწავლეთა გაკვეთილზე დასწრების ყოველდღიური აღრიცხვის წარმოებაზე –კლასის დამრიგებელი. სკოლის დირექტორი ვალდებულია განსაზღვროს უფლებამოსილი პირი, რომელიც მონიტორინგს გაუწევს კლასის დამრიგებელთა მიერ მოსწავლეების გაკვეთილებზე დასწრების აღრიცხვის კონტროლს. ასეთი უფლებამოსილი პირი შესაძლოა იყოს სკოლის დირექტორის მოადგილე;

გ) ჟურნალის არასწორი წარმოება, მისი დაკარგვა/გაფუჭება, ფურცლის ამოხევა და ა. შ. წარმოადგენს დისციპლინურ გადაცდომას და სკოლის შინაგანაწესით განსაზღვრული დისციპლინური სახდელის გამოყენების საფუძველს;

დ) დაუშვებელია ჟურნალის გატანა სკოლის ტერიტორიიდან, გარდა

კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

ე) კლასის დამრიგებელი ვალდებულია ყოველთვიურად განსაზღვროს მოსწავლის საპატიო და არასაპატიო გაცდენები და უზრუნველყოს აღნიშნულის გამო მოსალოდნელი შედეგების თაობაზე მოსწავლის მშობლის დროული ინფორმირება;

ვ) კლასის დამრიგებელი ვალდებულია სასწავლო წლის დაწყებისთანავე

უზრუნველყოს მოსწავლისა და მისი მშობლის ინფორმირება მოსწავლის მიერ გაკვეთილების გაცდენის შედეგად მოსალოდნელი სავარაუდო შედეგების შესახებ.

2. ჟურნალის წარმოება

ა) მასწავლებელი მოსწავლეთა გაკვეთილზე დასწრების აღრიცხვასთან ერთად აწარმოებს მოსწავლის აკადემიური მოსწრების განმსაზღვრელ სამკომპონენტიან შეფასებას. ამასთან არ არის სავალდებულო მასწავლებელმა მოსწავლე შეაფასოს ყოველდღიურად ყველა კომპონენტის მიხედვით;

ბ) ჟურნალის ყოველი გვერდი უნდა დაინომროს და დამოწმდეს სკოლის ბეჭდით;

გ) ჟურნალის გარეკანის შიდა მხარეს ხელი უნდა მოაწეროს სკოლის დირექტორმა შესაბამისი თარიღის მითითებით და დასვას სკოლის ბეჭედი;

 

 

 

მუხლი XIX. შინაგანაწესის ცვლილების წესი

1.             შინაგანაწესის ან მასში ცალკეული მუხლების ცვლილება ხორციელდება დასაბუთებული აუცილებლობის ან არსებულ კანონმდებლობასთან შეუსაბამისობის შემთხვევაში.

 

 

 

 

 

 

 

მუხლი XX. შინაგანაწესის თანმხლები დოკუმენტები

 

ქვემოთ ჩამოთვლილი სამართლებრივი დოკუმენტები:

  • დირექტორის ეთიკის კოდექსი
  • მასწავლებლის ეთიკის კოდექსი
  • მოსწავლეთა ქცევის კოდექსი
  • პედაგოგის პროფესიული სტანდარტი
  • სკოლის შეფასების სისტემა;
  • თანამდებობრივი ინსტრუქციები;
  • ხელშეკრულება სკოლასა და მშობელს შორის
  • ხელშეკრულება სკოლასა და თანამშრომელს შორის

 

წარმოადგენს შინაგანაწესის ორგანულ ნაწილს და აზუსტებს მას.

 

სკოლის შინაგანაწესი გამოიკვრას თვალსაჩინო ადგილას და ამოქმედდეს დამტკიცებისთანავე.

 

 

ვამტკიცებ:

 

სკოლა-ლიცეუმის დირექტორი                                                       ნაზი ნადირაძე


 

   

  
















© Tofa