ზღაპრის ფესტივალი ,,ცეროდენა

ზღაპრის ფესტივალი ,,ცეროდენა". ფესტივალი გლდანის რაიონის გამგეობის მიერ იყო ორგანიზებული. სკოლა-ლიცეუმი ,,ცოდნას" მოსწავლეებმა წარმოადგინეს ზღაპარი ,,ნატვრისთვალი"

კონკურსი.
საქართველოს საგუნდო საზოგადოებამ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ჩაატარა ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების I  ეროვნული  კონკურსი.
კონკურსში სხვადასხვა კოლექტივებთან ერთად მონაწილეობა მიიღო ჩვენი სკოლის სიმღერის გუნდმა ,,ხმა ცოდნისა“. კონკურსში მიღწეული წარმატებისათვის კატეგორიაში ,,ქართული ხალხური სიმღერა“ - სკოლა დაჯილდოვდა დოპლომით, ხოლო კატეგორიაში ,,ქართული გალობა“ საგუნდო კოლექტივმა აიღო  III ადგილი.
შემოდგომა
სკოლა-ლიცეუმმა "ცოდნა"-მ ოქროსფერი შემოდგომა გააცილა.
::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::
ქართლ-კახეთად, იმერეთად,
სამეგრელოდ, გურიად,
ვისაც ჩვენი გაყოფა
და გათიშვა სწყურია,
ან ჭკვიანი მტერი არის,
ან უგნური მოყვარე,
ამიტომაც, სადაც წავწვდი,
ერთიანად მოვთხარე...
მიყვარს - მტკვარი,
მიყვარს - ქსანი,
ტეხურა და ენგური!
მიყვარს - „ლილე“,
მიყვარს - „ლალე“,
მიყვარს - „ჩელა“
მეგრული...
მაგრამ ყველას მირჩევნია
ერთ დიდ მუშტად შეკრული,
რა თქმა უნდა, საქართველო -
ვიყოთ მისი ერთგული!
::::::::::::::::::::::::::::::::::
მურმან ლებანიძე
მხიარული სტარტები
სკოლა-ლიცეუმ ,,ცოდნა”-ში მხიარული სტარტები ჩატარდა.
ღონისძიებაში მონაწილეობა მესამე და მეოთხე კლასის მოსწავლეებმა მიიღეს. გამარჯვებულები მე-32 და მე-41კლასები გახდნენ. ისინი სიმბოლური თასებით დაჯილდოვდნენ.
სკოლა-ლიცეუმ ,,ცოდნა“-ს მოსწავლეთა დევიზია: ,,სპორტი ჯანსაღი ცხოვრების წესია!“

   

  
















© Tofa